spot_img
მთავარიკანონი და სამართალინიკა გვარამია იმიტომ გახადეს პოლიტიკურ პატიმარი, რომ საქართველოს...

ნიკა გვარამია იმიტომ გახადეს პოლიტიკურ პატიმარი, რომ საქართველოს უარი მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე – გიორგი ვაშაძე

ევროპარლამენტარის მაიკლ გალერის პოზიციაზე ,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასება გააკეთა ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ:

,,სრულად ვეთანხმები მაიკლ გალერის, რომელიც არის საქართველოს დიდი გულშემატკივარი.

ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ნიკა გვარამია არის არა უბრალოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ ის პოლიტიკური პატიმარია იმიტომ და იმისათვის გახადეს სწრაფად, დაუყოვნებლივ პოლიტიკურ პატიმრად, რომ საქართველოს უარი მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ ბრიუსელიდან ნიკა გვარამიას სააპელაციო სარჩელის გამხილველ მოსამართლეებს მიმართა და მოუწოდა ემსახურონ სიმართლეს:

,,ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც აშკარად შეთითხნილია და არც სასამართლოს სადამსჯელო ინსტრუმენტად გამოყენება მმართველი პარტიის მიერ.

ეს პრობლემაა და ამიტომ ჩვენი გზავნილი მკაფიოა – კანონი უნდა იყოს უზენაესი. მმართველი პარტია და ჩრდილში მყოფი ადამიანები არ უნდა მართავდნენ სასამართლოს.

ივანიშვილსა და ნიკას შორიან არიან მოსამართლეები, მათაც უნდა იფიქრონ როგორი მომავალი უნდათ რომ ჰქონდეთ დემოკრატიულ საქართველოში.

მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსამართლეებს, რომ სიმართლეს ემსახურონ და არა ოლიგარქს“, – განაცხადა მაიკლ გალერიმ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რას ნიშნავდა ორბანის უნგრეთი ივანიშვილის გუნდისთვის და რას კარგავენ ქოცები ცვლილებების შემდეგ?” – ანა...

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი...

“სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული” – ლევან მაჭავარიანი

„სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული“,...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...