spot_img
მთავარიგართობა და დასვენებაცესკოს "ახალგაზრდული ბანაკები" მსურველთა მიღებას იწყებს

ცესკოს “ახალგაზრდული ბანაკები” მსურველთა მიღებას იწყებს

25 ივლისიდან ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) იწყებს საგანმანათლებლო საარჩევნო პროექტს „ახალგაზრდული ბანაკები“, რომლის ფარგლებშიც 21-დან 29 წლის ასაკის ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ოთხდღიანი სასწავლო კურსი და მიიღონ ცოდნა საარჩევნო თემებზე.

ახალგაზრდული ბანაკების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: არჩევნების ისტორია, დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები (მათ შორის ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი), საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაციის მოდელები, ინკლუზიური საარჩევნო გარემო, ხმის მიცემის ელექტრონული საშუალებები, გენდერი და არჩევნები, აბსენტეიზმი, პერსონალური მონაცემების დაცვა, არჩევნების უსაფრთხოება, მედიასთან კომუნიკაცია, დეზინფორმაცია და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

პროექტის მონაწილეები შესაბამის საკითხებზე ინფორმაციას მიიღებენ როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერების, ისე მოწვეული ექსპერტებისგან.

საგანმანათლებლო საარჩევნო პროგრამაში გათვალისწინებულია კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების განხორციელებაც.

„ახალგაზრდული ბანაკები“  ჩატარდება დაბა ბაკურიანში. მონაწილეთა ტრანსპორტირებას,  სასტუმროში (ბანაკში) განთავსებასა და კვებას უზრუნველყოფს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

სასწავლო კურსის გავლის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით 11 ივლისიდან 18 ივლისის 24:00 სთ-მდე (დასვენების და უქმე დღეების ჩათვლით); შევსებულ აპლიკაციას თან უნდა ერთვოდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ფოტო ასლი. მონაწილეთა შერჩევისას გათვალისწინებული იქნება გენდერული ბალანსი.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:  2 51 00 51.

საგანმანათლებლო საარჩევნო პროექტს „ახალგაზრდული ბანაკები“ ცესკო 2020 წლიდან ახორციელებს და მისი მიზანია არჩევნების პოპულარიზაცია და საარჩევნო პროცესებისადმი მონაწილეთა ინტერესის გაღრმავება, ასევე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მოქალაქეობრივი უფლებებისა და საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესახებ.

ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე” – სებ-ის განცხადება შესაძლო...

შესაძლო თაღლითურ მანიპულაციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეროვნული...

“🐄თქვენი ცხოველის დაცვა თქვენი ჯანმრთელობის დაცვასაც ნიშნავს!” – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია: 🐄 თქვენი ცხოველის დაცვა თქვენი...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...