პარტია ,,გირჩის“ ლიდერი, პარლამენტის წევრი იაგო ხვიჩია კლინიკა ,,ვივამედში“ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა:
,,არ ვიცნობდი მიხეილ სააკაშვილს, დღეს გავიცნობ. რაც თავისთავად მაინტერესებდა. მოლოდინი, პირველ რიგში, მაქვს სერიოზული საუბრის იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა მიხეილ სააკაშვილს და რა მიაჩნია, რა არის მის საუკეთესო ინტერესებში?
მეორე მინდა გავიგო – როგორ უყურებს არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას, ამ მოვლენებს, რაც ახლა ხდება ქვეყანაში და რა წარმოუდგენია ოპტიმალური გამოსავალი მისი თვალით დანახული და მისი ინტერესებიდან გამომდინარე?
მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით მე ბევრჯერ ვცადე გამეგო ,,ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია. ის სულ ბუნდოვანია და წინააღმდეგობრივი ერთმანეთთან.
ჩემთვის ,,ნაციონალური მოძრაობა“ არის მიხეილ სააკაშვილის პოზიცია. ამიტომ, რადგანაც არის საშუალება გავიცნო ბატონი პრეზიდენტი, თან მისი პოზიცია გავიგო და ჩემი მოსაზრება ვუთხრა, როგორ წარმომიდგენია მისი გათავისუფლება ციხიდან. მგონია, რომ ამის დრო მოვიდა.
როცა პირდაპირი დისკუსია და საუბარი არის შესაძლებელი, შუამავლების და წარმომადგენლების მეშევობით არ უნდა ვისაუბროთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


