“ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი, თეოლოგი ლელა ჯეჯელავა “ქართული ოცნების” ლიდერებს და პარტიიდან ახალ გასულებს კონკრეტული სახალისო რჩევით მიმართავს:
“ამ ეპისტოლეების წერას, რომელსაც მაინც არავინ კითხულობს თურმე, არ ჯობია “ტროიკამ” და მისმა მხარდამჭერებმა ისეთი ვიდეოები ჩაწერონ და გაავრცელონ პუტინის ბაბუშკები რომ წერენ?
“ჩვენ გავანადგურებთ ამერიკას“, “ჩვენ არ გვჭირდება ამერიკული $“, “ბიძინა უჩვენებს მაგათ სეირს” და რაც მთავარია, “ბაბუაჩემის ეზოში კაკლის ხე დგას ამერიკის ხელა!” – მგონი ასე უფრო ეფექტური და შედეგიანი იქნება!😊” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.

