კვირა, აპრილი 20, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ 2 წელიწადში ან ვიქნებით ამ რეგიონის შვეიცარია,...

“ჩვენ 2 წელიწადში ან ვიქნებით ამ რეგიონის შვეიცარია, მილიარდები შემოვა ქვეყანაში ან ვიქნებით გაუბედურებული ქვეყანა!” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში იმ სქემებისა და მარშრუტების შესახებ საუბრობს, რაც ყაზახეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში ენერგორესურსების მიწოდებას ეხება და ეს ყაზახეთსა და რუსეთს შორის შექმნილი დაძაბულობის ფონზე:

ყაზახეთმა განცხადება გააკეთა, რომ მე მზად ვარ ევროკავშირს მიაწოდოს ნავთობი და ნებისმიერი სხვა პროდუქტი. როგორ უნდა მიაწოდოს? – ეს არის კასპიის ზღვა-აზერბაიჯანი-თურქეთი-ევროკავშირი, კასპიის ზღვა-აზერბაიჯანი-შავი ზღვა-ევროკავშირი, კასპიის ზღვა-აზერბაიჯანი-უკრაინა-ევროკავშირი. სხვა მეტი ალტერნატიული გზა არ არსებობს. ერთადერთი ალტერნატივა ამ გეოპოლიტიკურ საოცარ შესაძლებლობაში არის საქართველო.

ყაზახეთის პრეზიდენტი როცა აცხადებს, ალტერნატიულად მივაწვდით ევროკავშირსო, მას ეიმედება, რომ აზერბაიჯანი-საქართველოს გავლით მიაწვდის.

ახლა, რატომ არის რუსეთისთვის ივანიშვილის რეჟიმის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – თუ საქართველოში ინარჩუნებს ოლიგარქულ რეჟიმს, მაშინ ჩაკეტავს ამ გზას.

გარდა ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობისთვის ხელის შეშლისა, რუსეთს ამოცანა უდგას, რომ თუ ამოქმედდა ეს ალტერნატიული დერეფანი, ფაქტობრივად რუსეთის ის გადაჭარბებული გეოპოლიტიკური როლი, რომლითას ის ევროკავშირთან, ამერიკასთან, ყველასთან ვაჭრობდა, იქნება ამოწურული.

საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რუსული გადაწყვეტილებებით მოხდეს ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებზე უარის თქმა საქართველოს მხრიდან.

ჩვენ 2 წელიწადში ან ვიქნებით ამ რეგიონის შვეიცარია, მილიარდები შემოვა ქვეყანაში ან ვიქნებით გაუბედურებული ქვეყანა!

ან ჩვენი ემიგრანტები დაბრუნდებიან და ყველა ერთად ვიწყებთ დიდ აღმშენებლობის პროცესს ან ვართ ციმბირზე უარეს მდგომარეობაში“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ბარამიძე: “აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ”

“ნაციონალური მოძრაობის” განადგურება დიდი ხანია გეგმაში აქვთ, აქამდე ვერ...

“რაც თეა წულუკიანმა თავისი კომისიით ხელისუფლებას ავნო, იმდენს მთელი ოპოზიციის პიარი ვერ მოახერხებდა ერთიანად”...

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილის კონკრეტული შეფასებები თეა წულუკიანთან მიმართებაში,...

“ქოცების დიქტატურა ისტორიაში შევა როგორც ნიფხავგამოხეული დიქტატურა” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველ პარტიას კონკრეტულ...

“მოკლედ, მე მზად ვარ თუ სხვა ვინმეც გაბედავთ. ნუ იქნებით ნახევრად გახარიები” – ირაკლი...

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი იმ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...