პარლამენტში ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს. აღნიშნულ საკითხზე განცხადება გააკეთა ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან ბეჟაშვილმა:
,,დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი არის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საპარლამენტო ოპოზიციამ შეძლოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ჩამოყალიბება, რათა შემდგომ ხელისუფლება, ,,ქართული ოცნება“ ვაიძულოთ მოწვეულ იქნას რიგგარეშე სესია და დავიწყოთ პარლამენტმა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება.
საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება უნდა იყოს ,,ქართული ოცნებისათვის“ ტესტი, რამდენად აპირებენ ისინი ქვეყანაში მართლაც დეპოლარიზაციის პროცესის დაწყებას; რამდენად მისცემენ პატარა პარტიებს საშუალებას შემოვიდნენ ქართულ პოლიტიკაში აქტიურად – იყოს ეს 2 პროცენტიანი ბარიერი თუ საარჩევნო ბლოკების აკრძალვის გაუქმება.
ამიტომ ,,ქართულმა ოცნებამ“ ულტიმატუმები კი არ უნდა წაუყენოს საკუთარ ხალხს და ევროკავშირს, არამედ იმოქმედოს, როგორც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


