spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: მშვიდობა ქვეყანაში არის ქართველი ხალხის დაკვეთა...

კახა კალაძე: მშვიდობა ქვეყანაში არის ქართველი ხალხის დაკვეთა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხალხის ინტერესები იყოს პირველ ადგილზე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ხალხის ინტერესები და ქვეყნის უსაფრთხოება იყოს დაცული:

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გვინდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 80-85% უჭერს მხარს, ყველას გვინდა, რომ ვიყოთ ცოცხლები, იყოს მშვიდობიანი, ძლიერი ქვეყანა და გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი და ევროპა ჰქვია და არა განადგურებული, დაბეჩავებული, დანგრეული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს ომს, რადგან ომის დაწყების შემთხვევაში, საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.

პირველ რიგში, ომი არ დაიწყება, საქართველოში იქნება მშვიდობა, სიმშვიდე. ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხალხის ინტერესები, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება იყოს პირველ ადგილზე წამოწეული.

ქვეყანამ ომი რომ დაიწყოს, სტატუსი კი არა, ქვეყანა აღარ დარჩება. ეს იქნება უდიდესი პრობლემა. ჩვენ ვნახეთ უკრაინის მაგალითზე, თუმცა, ამ მაგალითს რომ თავი დავანებოთ, ყველამ კარგად გავიხსენოთ, 2008 წელს რა ხდებოდა ქვეყანაში – დაკარგული ტერიტორიები, დაკარგული სოფლები, უამრავი ადამიანის დაკარგული სიცოცხლე, მთავრობის გაქცეული წევრები, დანგრეული ქალაქები და ა.შ. ომი არის ძალიან მძიმე რამ.

შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...