spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"უჩა მამაცაშვილს და სხვა თანამდებობის პირებს აქვთ კორუფციული...

“უჩა მამაცაშვილს და სხვა თანამდებობის პირებს აქვთ კორუფციული ინტერესები და შუამავლების მეშვეობით ყიდულობენ ელექტროენერგიას საქართველოში” – ვასო ურუშაძე

ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი ,,ანტიკორუფციულ მოძრაობას“ ცილისწამებისთვის უჩივის. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე ყოფილ პრემიერს ზურა ნოღაიდელზე თბილისის ყოფილ მერს დავით ნარმანიას ელოდებიან. აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ:

,,ეს არის პირდაპირ დევნა და ზეწოლა ჩვენს საქმიანობაზე, რომელზეც ვალდებულებად გვაქვს ჩვენ, ,,ანტიკორუფციულ მოძრაობას“ წესდებაში გვიწერია, რომ ჩვენი მოვალეობაა მხილება, მონიტორინგი.

რას გვედავება დღეს უჩა მამაცაშვილი? – 2 მნიშვნელოვანი ამბავია:

1. ჩვენ ის ვამხილეთ ტრანსნაციონალურ საერთაშორისო დანაშაულთან დაკავშირებით;
2. ელექტროენერგიის ტარიფი.

ჩვენ ,,ანტიკორუფციული მოძრაობა“ ვიკვლევთ მნიშვნელოვან გარემოებას, რის გამოც საქართველოს მოქალაქეებს გაუძვირდათ ტარიფი.

იმიტომ, რომ, დიახ, უჩა მამაცაშვილს და სხვა თანამდებობის პირებს აქვთ კორუფციული ინტერესები და შუამავლების მეშვეობით ყიდულობენ ელექტროენერგიას საქართველოში. ამის საფუძველზე ჩვენ გვიძვირდება ყოველდღიური ხარჯები როგორც მოქალაქეებს, ასევე კერძო სექტორს. ამის მხილების ატანაც კი არ უნდათ?!’’, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“ივანიშვილის რეჟიმი ჩიხშია და რუსეთის მზარდ კრიზისთან ერთად, კიდევ უფრო მეტად შევა ჩიხში” –...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“დიდი უსამართლობაა, რომ გიორგი ჭიღლაძეს “მოძალადე” ან “ბარბაროსი” ვუწოდოთ. უჯობესია, ყურადღება იმაზე გადავიტანოთ, ლეგიტიმური...

სასტუმრო “Agarani Estate”-ში, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საზოგადოების არაერთგვაროვან შეფასებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...