5 ივლისის მოვლენებიდან 1 წლის შემდეგ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს მოხდართან დაკავშირებით:
,,თავი არ უნდა მოვიტყუოთ, არც საზოგადოება არ უნდა შევიყვანოთ შეცდომაში – ამ ყველაფრის ორგანიზატორი იყო ირაკლი ღარიბაშვილი, გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
შესაბამისად, საკუთარ თავს არ დასჯიან ეს ადამიანები. როცა ვსაუბრობთ ორგანიზატორებზე – ორგანიზატორები კი არა, ისინი იყვნენ შემსრულებლები, რომლებსაც არ სჯის ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმიტომ, რომ ორგანიზატორები არიან თავად.
ცივილიზებულმა სამყარომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ კარგად იცის, კარგად აღიქვა და კარგად დაინახა, რომ ამ ყველაფრის ძალადობის წამხალისებელი არის ირაკლი ღარიბაშვილი და ,,ქართული ოცნება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


