spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"საქართველოს სასამართლოს გუშაგის" ინიციატივით სასამართლოს გუშაგთა ქსელი შეიქმნა

“საქართველოს სასამართლოს გუშაგის” ინიციატივით სასამართლოს გუშაგთა ქსელი შეიქმნა

2022 წლის 2 ივლისს, „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ინიციატივით სასამართლოს გუშაგების ქსელის პირველი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა.

შეხვედრას სასამართლო თემით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროექტში ჩართვის ინტერესი გამოხატეს. შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი და პროექტის სამართლებრივი ექსპერტი, ანა შალამბერიძე, ასევე – მოწვეული სპიკერი, ორგანიზაციის „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი, გვანცა წულუკიძე, რომელმაც სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე ისაუბრა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ქსელის წევრებს.

როგორც საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, აღნიშნა, ორგანიზაცია რეგულარულ რეჟიმში განახორციელებს ცნობიერების ამაღლების აქტივობებს ქსელის წევრებისთვის და ასევე – ერთობლივ ადვოკატირებას სასამართლოს სფეროში არსებული კონკრეტული გამოწვევებისა და გამოსავლის ძიების თაობაზე.

სასამართლოს გუშაგების ქსელი პროექტის „აქტიური მოქალაქეების ჩართულობა უკეთესი სასამართლო სისტემისათვის” ფარგლებში შეიქმნა. პროექტი ხორციელდება ევროპის ფონდის დაფინანსებით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში.

პროექტის მიზანია, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება სამოქალაქო მონაწილეობით, მონიტორინგითა და ადვოკატირებით. შესაბამისად, „საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ შექმნა აქტიური მოქალაქეების ქსელი ქუთაისში, ხოლო შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია ქ.რუსთავში.

ინფორმაციას ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...