spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოვუწოდებთ ჩვენი დედა ეკლესიის სულიერ შვილებს, როგორც სამღვდელოებას,...

“მოვუწოდებთ ჩვენი დედა ეკლესიის სულიერ შვილებს, როგორც სამღვდელოებას, ისე მრევლს, დაიცვან სწავლება ქრისტიანული ურთიერთობის შესახებ” – საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს ცალკეულ სასულიერო პირთა ქადაგებასთან დაკავშირებით, რომლითაც მათ შეაფასეს სამების საპატრიარქო ტაძრის მგალობელთა გუნდის საკონცერტო გამოსვლა ვატიკანში:

ბოლო დღეებში რამდენიმე სასულიერო პირის ქადაგებამ, რომლითაც მათ შეაფასეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II -ის ლოცვა-კურთხევით სამების საპატრიარქო ტაძრის მგალობელთა გუნდის საკონცერტო გამოსვლა ვატიკანში და საპატრიარქოს ტელეარხზე გასული ერთ-ერთი გადაცემა, – შექმნა გარკვეული დაძაბულობა.

მათ ქადაგებებში შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ჰქონდა ადგილი, როგორც ამ ღონისძიების ორგანიზატორთა, გადაწყვეტილების მიმღებთა და მგალობელთა, ასევე, სასულიერო პირთა მისამართით.

ეკლესიის მიერ დადგენილი ეთიკური და კანონიკური ნორმების დაცვა სავალდებულოა მოძღვართათვის და მრევლისთვის.

უთანხმოების არსებობის შემთხვევაშიც კი პოლემიკა საჭიროა წარიმართოს საეკლესიო წესებისა და პროცედურების დაცვით, ხოლო საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი განცხადებები დაუშვებელია, განსაკუთრებით მიუღებელია ასეთი ქმედება სასულიერო პირთა მხრიდან.

ნუ დაარღვევთ მაცხოვრის მცნებას, რომელიც ჯერ ურთიერთ შორის საუბარს ითხოვს და მხოლოდ ამის შემდეგ უმაღლეს საეკლსიო ინსტანციაში გადატანას (მათ.18.15).

მოვუწოდებთ ჩვენი დედა ეკლესიის სულიერ შვილებს, როგორც სამღვდელოებას, ისე მრევლს, დაიცვან სწავლება ქრისტიანული ურთიერთობის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“რამდენი უსახური ნაგებობა შენდება ქალაქში და მაინც და მაინც დოქებს მიადგნენ” – რომან გოცირიძე

გავრცელებული ინფორმაციით რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებაა მიღებული და მის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...