შაბათი, ივლისი 12, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ ქალს არაადეკვატური აღქმა აქვს ქართველების და საქართველოსი!"...

“ამ ქალს არაადეკვატური აღქმა აქვს ქართველების და საქართველოსი!” – ხათუნა ხოფერია კელი დეგნანზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოწოდებას, რომ ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება ერთად დადგეს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, რომელიც ელჩის პოზიციაში ხელისუფლების კრიტიკას ხედავს, რასაც მიუღებლად მიიჩნევს:

ამ ქალს არაადეკვატური აღქმა აქვს ქართველების და საქართველოსი! ან არის ვარიანტი, რომ თავად ვერ არჩევს სწორ ფორმულირებებს, რაშიც ეჭვი მეპარება.

ახლა, ეს რომ დაწერა, უნდა გავგიჟდეთ, გადავირიოთ და ვემთხვიოთ სიმართლის თქმისთვის… არადა, ამ ნაწილობრივი სიმართლის უკან სერიოზული კრიტიკა და ბრალდებებია საქართველოს ხელისუფლების მიმართ!

ანუ…

საქართველოს ხელისუფლება არ დგას სამოქალაქო საზოგადოების გვერდით!

საქართველოს ხელისუფლება არ არის ერთიანი, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, საქართველოს საზოგადოებასთან!

და რა გამოდის, ტოტალიტარულია ჩვენი ხელისუფლება???…

და ის ხალხი, ვინც ვენდობით და ხელისუფლების მხარეს ვართ, არ ვართ საზოგადოების ნაწილი?…

მოკლედ, ერთხელ დავწერე და გავიმეორებ, რამსები აქვს არეული, რამსები და სერიოზულად აქვს პრობლემა საქართველოს რეალობის აღქმის!

ამიტომ, წავიდეს სახლში და თავის ჩასვრილ დემოკრატიას მიხედოს! შინამერიკაში, კელი!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია.

ინფორმაციისთვის: საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა, ჟურნალისტებთან კომენტარში ყირადღება გაამახვილა ევროკომისიის რეკომენდაციების სესრულებაზე და ამ ამხრივ ხელისუფლებას აქტიურობისკენ მოუწოდა:

საქართველოს მთავრობისთვის, ახლა ის მომენტია, რომ ითანამშრომლოს ყველასთან, მათ შორის, ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა საბჭოს რეკომენდაციები შესრულდეს, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მკაფიო გზაა“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის ერთი მეტად საგანგაშო პუნქტი, სვიფტიდან გათიშვა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...

კახა კალაძე ენჯეოებზე: “ისინი ჩართულები იყვნენ რევოლუციურ სცენარში და მცდელობები ჰქონდათ, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო...

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოში არსებული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...