პარასკევი, აპრილი 18, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლებამელაძე, გაბუნია, კვესიტაძე, ჟორჟოლიანი, ანჯაფარიძე, ლაფერაშვილი... კიდევ ვის...

მელაძე, გაბუნია, კვესიტაძე, ჟორჟოლიანი, ანჯაფარიძე, ლაფერაშვილი… კიდევ ვის დაითხოვენ “რუსთავი 2”-დან?

როგორც ცნობილი გახდა, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-დან დაითხოვეს არხის მთავარი სახეები. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებენ და საკუთარ პოზიციებს აფიქსირებენ, როგორც დათხოვნილი თანამშრომლები, ასევე არხის გენერალური დირექტორი, პაატა სალია.

სამართლებრივ დავას, რა თქმა უნდა, ვაპირებ. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” დაიცავს ჩემს ინტერესებს, დღეს უკვე მქონდა კომუნიკაცია ეკა გიგაურთან. რამდენიმე საათში, ალბათ, ეკას შევხვდები და მის იურისტებს გადავცემ იმ კონტრაქტს, რომელიც გაფორმებული აქვს “რუსთავი 2”-ს ჩემთან, საკმაოდ მყარი გარანტიებით,“ – განაცხადა არხის საინფორმაციო სამსახურის უკვე ყოფილმა უფროსმა, ნოდარ მელაძემ

პრინციპში, მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო, ჩვენ ამას ველოდებოდით გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ეს მოხდა. რაც შეეხება ჩემი გათავისუფლების მიზეზს, როგორც მე დღეს პაატა სალია პირდაპირ ეთერში შემატყობინა, გამათავისუფლა იმიტომ რომ ქიბარ ხალვაში არ მიყვარს, არ მომწონს და არ ვგულშემატკივრობ,“ – აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანმა.

გიდასტურებთ, რომ არ მოხდება თქვენ (იგულისხმება “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები, რედ.) საქმიანობაში ჩარევა. მელაძის და სხვების, მათ შორის, ლაფერაშვილის, ანჯაფარიძის, გაბუნიას გათავისუფლება გამოწვეულია იმ ფინანსური საკითხებიდან გამომდინარე, იმ ზარალიდან გამომდინარე, რომელიც კომპანიას მიადგა და ჩვენ ვფიქრობთ, ისევე როგორც გვარამიას წინააღმდეგ, დიდი ალბათობით, ამ პირების წინააღმდეგაც მოგვიწევს სასამართლოში დავა და შესაბამისად, ვერ წარმოგვიდგენია, რომ ვედავოთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან არიან წამყვან თანამდებობებზე, აშკარად შეუთავსებლობა და ინტერესთა კონფლიქტი იქნება,“ – განაცხადა პაატა სალიამ.

P.S. დღის ბოლო საინფორმაციო გამოშვება, მხოლოდ 5-წუთიანი გამოვიდა. გადაცემის წამყვანებმა მიხეილ სესიაშვილმა და დიანა ჯოჯუამ ისაუბრეს არხზე შექმნილ სიტუაციაზე, ტელეკომპანიის დატოვების შესახებ გააკეთეს განცხადება და სხვა არხზე შეხვედრის დაპირებით “კურიერი 9 საათზე” საგანგებო გამოშვება დაასრულეს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

“ეს ის ქვეყანაა, სადაც ჯერ კიდევ გვწამს ღირსების, გმირების და გამარჯვების!” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“თეა წულუკიანო, შერჩევითი სამართალი გაქვთ, დაკვეთის მიხედვით?!🥸🥸” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გაჟღერებულ კონკრეტულ ინფორმაციასთან...