შაბათი, ივნისი 28, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიბიძინა გეგიძე მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაში პოლიტიკურ ფაქტორს...

ბიძინა გეგიძე მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაში პოლიტიკურ ფაქტორს ხედავს

ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მის გამოკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

დეპუტატის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ანტიკორუფციული სააგენტო მის „საქართველოს ფოსტაში“ მუშაობის პერიოდს იკვლევს, სადაც იგი დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ბიძინა გეგიძემ გამოძიების დაწყების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მოღვაწეობისას, ყველაზე კრიტიკულ თემებზე გადაწყვეტილებებს ყოველთვის მისი თავისუფლების ხარისხიდან გამომდინარე იღებდა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება 2018 წლის ზაფხულში დაიწყო. ანუ მაშინ, როდესაც საკმაოდ აქტიური ვიყავი და მქონდა ჩემი კრიტიკული ხედვები, პოზიციები და არგუმენტები პოლიტიკურ პროცესში. 2018 წლის ივნისის შუა რიცხვებში პრემიერ-მინისტრი და ჩემი მეგობარი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. 2 აგვისტოს კი გამოძიება დაიწყო. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მიუხედავად იმისა, ვინ რას ფიქრობს და ვინ როგორ ცდილობს გამიჯნოს პოლიტიკა და სამართლებრივი მხარე – აქ არის პოლიტიკური ფაქტორი“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ანა წითლიძე: “ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან”

“ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე...

“როგორ ბრიყვულ საგარეო პოლიტიკას უნდა აწარმოებდე, რომ იმ დარბაზში იდგე, სადაც “სიკვდილი ამერიკას” ყვირიან”...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსთან...

“დუმილი არ ნიშნავს, რომ შენ ნეიტრალური ხარ, დუმილი დღეს პოზიციაა!” – სერგო ჩიხლაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, გასული საუკუნის ისტორიიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...