spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მთავრობის გადადგომას უნდა მოჰყვეს ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის...

“მთავრობის გადადგომას უნდა მოჰყვეს ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება” – ელენე ხოშტარია

პარტია ,,დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარია საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს იმ მნიშვნელოვან შიდა და გარე პოლიტიკურ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად:

,,ეს არის პირველი ნაბიჯი, მოთხოვნა ხელისუფლების, მთლიანად მთავრობის გადადგომის. ღარიბაშვილის და იმ გუნდის, რომელმაც ჩიხში შეიყვანა ჩვენი ქვეყანა. რა თქმა უნდა, არავის არ აქვს ილუზია, რომ მხოლოდ მთავრობის გადადგომა არის დეოლიგარქიზაციის დასასრული.
მთავრობის გადადგომას უნდა მოჰყვეს ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება ინსტრუმენტი:

პირველი, იმ ვალდებულებების შესრულების, რომელიც ჩვენ ძალიან მკაფიოდ დაგვისახა ევროკავშირმა – იმ 12 პუნქტის.

ასევე, რა თქმა უნდა, ამ 12 პუნქტის ნაწილია სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ქვეყანაში დამკვიდრდეს სამართლიანი არჩევნები, რომლის პირობებში ხალხს ჰქონდეს საშუალება, რომ დაუსვას წერტილი დეოლიგარქიზაციას და გვყავდეს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი და მთავრობა.

ვფიქრობ, ეს არის ძალიან მკაფიო გეგმა, რომელიც ჩვენ პარტნიორებთან მუშაობის პარალელურად, რომელიც, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ დღის წესრიგში შეიცავს სანქცირების პროცესს. ეს არის უკვე ოფიციალური, ღია პოზიცია ჩვენი პარტნიორების.

რა თქმა უნდა, ამას სჭირდება მუშაობა, მაგრამ ეს 2 პროცესი – გარედან ზეწოლა დემოკრატიისთვის, ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის, სანქცირება ბიძინა ივანიშვილის,  მისი გარემოცვის და შიგნიდან ასეთი მწყობრი და ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობა, ჩვენ აუცილებლად წაგვიყვანს დეოლიგარქიზაციისკენ და ევროპული მომავლისკენ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...