spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პროკურორების მიმართ დაწყებული მორიგი ცრუ პიარ კამპანია მიზნად...

“პროკურორების მიმართ დაწყებული მორიგი ცრუ პიარ კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს უწყების დისკრედიტაციის უსუსურ მცდელობას” – საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს უწყების მიმართ გაკეთებულ კონკრეტულ ბრალდებებთან დაკავშირებით:

გვსურს გამოვეხმაუროთ გარკვეული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის მხრიდან გაჟღერებულ მორიგ ცილისმწამებლურ განცხადებას, რომლის მიზანიც პროკურატურის დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პროკურატურაზე ცილისმწამებლური თავდასხმა და ე.წ. „შესაშინებელი სიები“-ს ყალბი ტირაჟირება არ არის ახალი და როგორც წესი, ჩვენი თანამშრომლების მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელება პერიოდულ და კამპანიურ ხასიათს ატარებს, ძირითადად ისეთი სისხლის სამართლის საქმეების მსვლელობის პარალელურად, როდესაც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან კავშირში მყოფი პირების დანაშაულებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს. ნათელია, რომ დღეს პროკურორების მიმართ დაწყებული მორიგი ცრუ პიარ კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს უწყების დისკრედიტაციის უსუსურ მცდელობას.

ხაზი უნდა გაესვას, რომ აღნიშნული კამპანიის ავტორები ცდილობენ, პროკურატურის და კონკრეტული პროკურორების საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენას და ამასთან დაკავშირებითაც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მსგავსი სიყალბეებით და დეზინფორმაციებით ვერავინ მიაღწევს მიზანს; საქართველოს პროკურატურა გააგრძელებს კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას და თითოეული პროკურორის საქმიანობა, დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა სრულად იქნება დაცული საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების ფარგლებში.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის შესაძლო კავშირს საქართველოს პროკურატურასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ იგი 2013 წლის შემდგომ არ მუშაობს უწყებაში და მას შემდგომ არანაირი შემხებლობა არ აქვს და არც შეიძლება ქონდეს საქართველოს პროკურატურასთან. აღნიშნული სიცრუის ტირაჟირება არ არის ახალი და წლების განმავლობაში, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელების არაერთი მაგალითი გვინახავს. შესაბამისად, ხაზი უნდა გაესვას, რომ ეს კონკრეტული შემთხვევაც ამ ყალბი საინფორმაციო ხაზის გაგრძელების მორიგი უსაფუძვლო მცდელობაა.

მოვუწოდებთ, აღნიშნული და მსგავსი დეზინფორმაციის ავტორებს, თავი შეიკავონ ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან.

საზოგადოების ობიექტურად ინფორმირების მიზნით, თითოეული მსგავსი ყალბი ინფორმაციის გავრცელებას შესაბამისი პასუხი გაეცემა, მათ შორის, ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფის მოთხოვნით სამოქალაქო წესით სასამართლოსადმი მიმართვის გზით“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...