spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ღარიბაშვილი და ივანიშვილის ყველა სხვა მარიონეტი, ქართული სახელმწიფოს...

“ღარიბაშვილი და ივანიშვილის ყველა სხვა მარიონეტი, ქართული სახელმწიფოს სიმსივნური მეტასტაზებიდან ქართული პოლიტიკის შხამიან სიცარიელედ უნდა ვაქციოთ!” – ნიკა გვარამია

სოციალურ ქსელში ვრცელდება “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გზავნილი საპატიმროდან:

ვაქცინა არ მუშაობს! – თქვა ე.წ. “პრემიერმა” ღარიბაშვილმა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მრავალფეროვნება და სიტყვის თავისუფლება არ მუშაობს! – თქვა ე.წ. პრემიერმა ღარიბაშვილმა და უმცირესობის და მედიის დარბევის ბრძანება გასცა, რასაც ლექსოს გარდაცვალება და 50-ზე მეტი ჟურნალისტის ჯანმრთელობის დაზიანება მოყვა.

სანქციები არ მუშაობს! – თქვა ე.წ. პრემიერმა ღარიბაშვილმა და საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად ჩაწერა ანტიდასავლური და ანტიუკრაინული ხელისუფლებების რიგში.

ევროკავშირი არ მუშაობს! – თქვა ე.წ. პრემიერმა ღარიბაშვილმა და უკრაინელების გმირული ბრძოლით მოტანილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი დაგვაკარგვინა.

ნატო არ მუშაობს! – თქვა ყატარში ე.წ. პრემიერმა ღარიბაშვილმა და მადრიდის სამიტის წინ, საქართველოს ატლანტიკური ინტეგრაციის და ტერიტორიული მთლიანობის გასაღები რუსეთს გადასცა.

ღარიბაშვილის გუშინდელი სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდასავლური გამოსვლა უნდა იყოს მისი უკანასკნელი ტექსტი ქართული სახელმწიფოს სახელით წარმოთქმული!

20 ივნისის მსგავსი აქციებით და ყველა სხვა პროდასავლური პლატფორმის გამოყენებით, მაგალითად ხვალინდელ აქციაზე, ბევრჯერ უნდა ვთქვათ, რომ თუ რამე არ მუშაობს, ეს ქართული ოცნება და ივანიშვილის რუსული ოლიგარქიული დიქტატურაა!

ღარიბაშვილი და ივანიშვილის ყველა სხვა მარიონეტი, ქართული სახელმწიფოს სიმსივნური მეტასტაზებიდან ქართული პოლიტიკის შხამიან სიცარიელედ უნდა ვაქციოთ!

დიდება ერს! საქართველო ივანიშვილის გარეშე!” – აცხადებს ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...