spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თავების თვლას აზრი აღარ აქვს, დაიწყეთ თქვენი ხელისუფლებაში...

“თავების თვლას აზრი აღარ აქვს, დაიწყეთ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დღეების თვლა” – გიორგი ბოტკოველი “ქართულ ოცნებას”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წევრი გიორგი ბოტკოველი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მწვავე განცხადებას აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობასთან მიმართებაში:

მისი თქმით, გუშინდელი აქცია ხელისუფლებაზე გაბრაზებული ხალხის მიერ იყო ორგანიზებული.

ეს აქცია ორგანიზებული იყო იმ ხალხის მიერ, რომელიც არის ძალიან გაბრაზებული თქვენზე მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც ოდესღაც თქვენ მხარს გიჭერდნენ. იმის ნაცვლად, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ადამიანებისთვის რაღაც დამაიმედებელი გეთქვათ, იმედი გაგეჩინათ, მოჩვენებითად მაინც გეკეთებინათ რამე ისეთი, რაც ჩვენი ქვეყნის სწრაფვას ხელს შეუწყობდა, პირიქით, ამ დღეების განმავლობაში შეურაცხმყოფელი განცხადებები მოვისმინეთ იმ ხალხის მიმართ, ვინც წავიდოდა აქციაზე. ეს არის თქვენი რეალური სახე და ამ სახეს უპასუხა გუშინ ქართველმა ხალხმა. თავების თვლას აზრი აღარ აქვს, სჯობს დაიწყოთ იმ დღეების თვლა, სანამ თქვენ ხართ ხელისუფლებაში, თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დღეების თვლა დაიწყეთ“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

მან მოუწოდა ხელისუფლებას ყურადღება მიაქციონ დოკუმენტში ჩაწერილ მთავარ პუნქტს, რომლის თანახმად, ქვეყანაში არის ოლიგარქიული მმართველობა.

ყურადღება მიაქციეთ მთავარ პუნქტს და მოახდინეთ რეაგირება. დიახ, ამ ქვეყანაში არის ოლიგარქიული მმართველობა და სწორედ, ის ხალხი, რომელიც გუშინ იდგა და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი, უზრუნველყოფს იმას, რაც ვერ უზრუნველვყავით თქვენ. თქვენ ვერ გაიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოზე და განვითარების გზაზე. ხალხთან ერთად, დეოლიგარქიზაციის პუნქტის რეალურად შესრულებით, ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შიო მესამე უკვე დაღმავალ გზაზე შემდგარ ეკლესიას ჩაუდგა სათავეში” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“დავუბარე, რომ ეს მსუბუქად რომ ვთქვა – სირცხვილია და ალბათ მათთვის უფრო მძიმედ –...

თბილისში დაფიქსირებულ ერთ კონკრეტულ ფაქტს უკმაყოფილო შეფასებებით ეხმაურება ქართველი...

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“ხალხი ზუსტად იმდენად არის გაბედული, სადამდეც გაბედულია მისი ლიდერები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“იქნებ პასუხი გაგვცენ – ვინ გამოუწერა, ამ კრემლის ყურებს, საშვები?” – შალვა ნათელაშვილი

პატრიარქის არჩევის პროცესის დროს სამების საკათედრო ტაძარში კონკრეტული პირების...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...