spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველო არის დიდი არჩევანის წინაშე: ან გეოპოლიტიკური კატასტროფა,...

“საქართველო არის დიდი არჩევანის წინაშე: ან გეოპოლიტიკური კატასტროფა, რომლისკენაც მივყავართ ,,ქართულ ოცნებას“, ან ევროკავშირი და დასავლეთი!” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ევროკომისიის განცხადებაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერი მოსახლეობას მოუწოდებს მაქსიმალურო მობილიზებისკენ 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე საქართველოს ისტორიული შანსის გამოსაყენებლად:

,,საქართველო არის დიდი არჩევანის წინაშე: ან გეოპოლიტიკური კატასტროფა, რომლისკენაც მივყავართ ,,ქართულ ოცნებას“ ან ევროკავშირი და დასავლეთი!

დღევანდელი გადაწყვეტილება არის ბოლო შანსი ჩვენი ქვეყნისთვის და ამაზე ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, მათ შორის ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა, რომ საბოლოო კარები არ დახურულიყო საქართველოსთვის.

ჩვენ ვირჩევთ ან ოლიგარქს, ან დასავლეთს! ჩვენ ვირჩევთ ან რუსეთს, ან ევროპას და ამერიკას!

ძალიან მარტივია, მე ვფიქრობ და ცხადზე ცხადია ეს ყველაფერი. დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ პირდაპირ, რაღა თქმა უნდა, ასევე თქვა, რომ სრული მხარდაჭერა აქვს საქართველოს მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამისთვის საქართველომ, ქართველმა ხალხმა უნდა გადადგას ნაბიჯი!

როგორ? – 20 ივნისს უნდა ვიყოთ ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი. ამის შემდგომ უნდა ვიყოთ ყოველთვის ბევრი იმისთვის, რომ ჩვენ და ჩვენს შვილებს არ წაგვართვან ევროპული პერსპექტივა.

კიდევ ერთელ ვამბობ, რომ ჩამოწერილია ყველა საკითხი. თქვენ იცით 19 აპრილი, სასამართლო, დეოლიგარქიზაცია და ა.შ. რამე ახალი გაიგეთ?

ამიტომ ჯერი არის ქართველ ხალხზე. ამერიკა, ევროპა, დასავლეთი გვეუბნება – აი ბატონო შენ, ბოლო შანსი, კიაფობს კიდევ ეს შესაძლებლობა საქართველოსთვის. ახლა ჯერი ჩვენზეა!

და მთავარი – საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულება ჯერ არ დასრულებულა, პირიქით მოქმედებაშია. დამერწმუნეთ, რომ დღეს ყველაზე უკმაყოფილო ამ გადაწყვეტილებით არის ,,ქართული ოცნება“. ისინი ლამობდნენ, რომ ბოლომდე უარი მიგვეღო ჩვენ. ამას ვერ მიაღწიეს, იცოდეთ!

ეს გზავნილი ევროპის მხრიდან დღევანდელი არის ქართველი ხალხისთვის. გამოვფხიზლდეთ მეგობრებო. რა გვინდა ჩვენ? პუტინი გვინდა თუ დასავლეთი გვინდა? აი ეს არის არჩევანი!

მთავრობა გადადგება, როცა ხალხი ერთმუშტად შეიკვრება და როცა ხალხი თავის არჩევანს მკაფიოდ, მთელი მსოფლიოს წინაშე დააფიქსირებს. შესაბამისად, სანამ ხალხი არ შეიკრიბება ერთად, სანამ ყველა ერთად არ დავდგებით, სანამ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს თითოეული ჩვენგანი არ დავიცავთ ჩვენი ბავშვების, ჩვენი მშობლების, ჩვენი წინაპრების იმ გზას ჩვენ არ გავაგრძელებთ, მანამდე მთავრობა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი დასავლური პერსპექტივა ბოლომდე ფეხქვეშ გათელოს და ჩაგვაბაროს პუტინს და რუსეთს!

ამიტომ არჩევანი მარტივია ან ,,ქართული ოცნება“ და ოლიგარქი, ან ევროპა და საქართელოს დიდი ერთიანი ძლიერი იდეა.

20 ივნისს, რაც შეიძლება მეტი უნდა ვიყოთ და ეს ერთი კვირა ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მაქსიმუმი გაკეთდეს ერთ კვირაში. მცირედი ვადა კიდევ დარჩენილი გვაქვს და ეს ვადა ჩვენ ხელიდან არ უნდა გავუშვათ. 90-იანი წლები გაჭირვების კუთხით საქართველოში იქნება მონაგონი, თუ ჩვენ ეს ყველაფერი არ გავაკეთეთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“პირველად როცა ვნახე ხანძთა, გუმბათი მთლიანად იდგა. ახლა ქვა-ქვა იშლება” – ნიკა ვაჩეიშვილი

ხანძთის მონასტრის სავალალო მდგომარეობის შესახებ საუბრობს ხელოვნებათმცოდნე, კულტურისა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“იქნებ პასუხი გაგვცენ – ვინ გამოუწერა, ამ კრემლის ყურებს, საშვები?” – შალვა ნათელაშვილი

პატრიარქის არჩევის პროცესის დროს სამების საკათედრო ტაძარში კონკრეტული პირების...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...