spot_img
მთავარისხვადასხვა"შიმშილისგან თავი თუ არ გტკიებიათ და ზამთარში მზე...

“შიმშილისგან თავი თუ არ გტკიებიათ და ზამთარში მზე თუ არ გინატრიათ, მესმის რთულია სხვის მდგომარეობაში შესვლა, მაგრამ შესაძლებელია გამოგივიდეთ” – თეონა ჭალიძე გიორგი შარვაშიძეს მიმართავს

პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარტიის სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე სტუდენტების მიერ, კონკრეტული მოთხოვნებით, ორგანიზებულ საპროტესტო აქტივობებს ეხმაურება და სოლიდარობას უცხადებს მათ და კონკრეტული აქცენტებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარვაშიძეს მიმართავს:

ორიოდე სიტყვა სტუდენტების პროტესტზე სოციალურ ჭრილში

სტუდენტებს სოლიდარობას ვუცხადებ და მათ ყველა მოთხოვნას – საერთო საცხოვრებლის მშენებლობას, ფინანსურ გამჭვირვალობას, მიმდინარე სემესტრის ფინალურ გამოცდათა ფორმატის ცვლილებას, რექტორის არჩევის წესის ცვლილებას ლეგიტიმურად მივიჩნევ. მათი ნაწილის საფუძველი ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო დადგა დღის წესრიგში და ყურადღებასაც მათზე ვამახვილებ.

სტუდენტების პროტესტის სოციალურ ჭრილში გასააზრებლად მინდა გიორგი შარვაშიძეს ვაცნობო რომ საქართველოში 656 591 ადამიანი არის სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე. მათგან 522 647 პირი არის რეგიონიდან. ეს ის ადამიანები, ვინც საარსებო შემწეობას იღებს ანუ უკიდურესად უჭირთ, თუმცა ჯამში მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაშია 1 115 082 პირი და აქედან 909 629 არის რეგიონებში რეგისტრირებული. ეს იმას ნიშნავს რომ სტუდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც რეგიონებიდან არიან, სწორედ ამ ოჯახებიდან იქნებიან.

ზუსტი სტატისტიკა სტუდენტების სოციალური მდგომარეობის შესახებ დარწმუნებული ვარ თქვენც არ გაქვთ, ამიტომ მოდით ამ აქცენტებს მიაქციეთ ყურადღება.

უმუშევრობის დონე 21%-მდეა. ინფლაცია 14%. საცხოვრებელ ფართებზე მოთხოვნის გაზრდის გამო ბინის ქირის ფასი გაიზარდა. ტრანსპორტით მგზავრობის ფასი გაიზარდა, საკვებზე ფასი გაიზარდა, კომუნალური გადასახადი გაიზარდა, ხელფასები ან სხვა შემოსავლები ოჯახებისთვის არ იზრდება. ემიგრაციაში მიდის ათასობით ადამიანი. რატომ? პასუხის გაცემა არ გაგიჭირდებათ. მარტივი მათემატიკის ცოდნაა კიდევ საჭირო იმისთვის რომ დათვალოთ რა ხარჯებთანაა დაკავშირებული 2022 წლის ივნის-ივლისში თბილისში ცხოვრება. (ალტერნატივად ქუთაისსა და ახალციხეში გახსნილ საგამოცდო ცნეტრებში გამოცდის ჩასაბარებლად შეთავაზება არ ამსუბუქებს ამ ხარჯებს დიდწილად) საიდან მოიტანონ სტუდენტების ოჯახებმა ეს რესურსი?

სოციალურად დაუცველ და მძიმე სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებთან რამდენიმე წელია უშუალო შეხება მაქვს და თქვენზე უკეთ ვხედავ რამდენი პრობლემის წინაშე დგანან ადამიანები. ამიტომ მეტი ემპათია და გააზრებაა საჭირო რომ გაიგოთ რას და რატომ აპროტესტებენ სტუდენტები.

ბატონო გიორგი შეგახსენებთ რომ სტუდენტებზე ორიენტირებული სწავლება და მათი ხელშეწყობა თქვენი ვალდებულებაა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით, აუცილებელია სოციალური კონტექსტის გათვალისწინება.

პს: შიმშილისგან თავი თუ არ გტკიებიათ (საცხობში კარტოფილის ღვეზელის საყიდელი ფული რომ არ გქონიათ) და ზამთარში მზე თუ არ გინატრიათ (სახლში რომ სითბო არ გქონდათ და მზეს გინდოდათ მიფიცხებოდით) მესმის რთულია სხვის მდგომარეობაში შესვლა მაგრამ შესაძლებელია გამოგივიდეთ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თეონა ჭალიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...