ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითეა ახვლედიანმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე...

თეა ახვლედიანმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი გახსნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი გახსნა, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ერთობლივი პარტნიორობით ხორციელდება.

თეა ახვლედიანმა სემინარის მონაწილეებს, მასწავლებლებს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან სიტყვით მიმართა. სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტზე – ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაზე, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ. თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ თანამოქალაქეები, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა და მიუხედავად იმ ბარიერისა, რაც დიდწილად უკავშირდება ჯერ კიდევ არსებული სახელმწიფო ენის ცოდნის ბარიერს, სათანადოდ უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, თითოეული მოქალაქისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესიდან მომდინარე სიკეთეებსა და სარგებელზე.

ჩვენი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის, რომელთა წინაშე ჯერ კიდევ არსებობს სახელმწიფო ენის ცოდნის ბარიერი, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ამგვარი კულტურულ-საგანმანათლებლო, საინფორმაციო კამპანიების ჩატარება მათთვის აქტუალურ და, ზოგადად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. დღევანდელ ღონისძიებაზე, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ჩვენ მოვიწვიეთ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებიდან მასწავლებლები, რომელთაც სრულიად განსაკუთრებული როლი აკისრიათ ახალგაზრდა თაობისთვის, მოსწავლეებისა თუ მშობლებისთვის, ზოგადად, თემში სწორი, ობიექტური ინფორმაციის მიწოდებასა და ადგილობრივი საზოგადოების აზრის ფორმირებაში“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

სემინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ასევე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა. როგორც მან განმარტა პედაგოგები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ, რადგან მათი როლი გადამწყვეტია საზოგადოებრივი აზრის ფორმირების და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის ინფორმირების კუთხით.

ორდღიან სემინარში პირველ ეტაპზე 30 მასწავლებელი მონაწილეობს. კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარები მოიცავს შეხვედრებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან, თემის ექსპერტებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები ეწვევიან ოკუპაციის მუზეუმს.

კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარების ციკლი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება. სემინარის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპიულ საშუალებებთან დაკავშირებით,...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...