ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
11 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანსჯის საგანიადვილი არაა სამარტოო საკანში ყოფნა - ირაკლი ოქრუაშვილი

ადვილი არაა სამარტოო საკანში ყოფნა – ირაკლი ოქრუაშვილი

ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოგზავნილი წერილით (ფეისბუკის პირად გვერდზე გამოქვეყნებული) ესაუბრება საზოგადოებას ირაკლი ოქრუაშვილი და ორიგინალური სტილში გადმოსცემს მის ემოციურ მდგომარეობას.

ადვილი არაა სამარტოო საკანში ყოფნა, როდესაც არც დამლაპარაკებელი გყავს და არც ტელევიზორი გაქვს.

დილას კოღოს ხმამ გამაღვიძა. თავიდან ვიფიქრე მოვკლავ მეთქი, მაგრამ მალევე გადავიფიქრე – მაინც მარტო ვარ და ის მაინც მყავდეს თანამოსაკნედ მეთქი გავიფიქრე.
ცოტა ხანში გამოველაპარაკე და ვიფიქრე ასე უსახელოდ ხომ არ ვესაუბრები, რაღაც სახელს დავარქმევ მეთქი.
სახელის შესარჩევად ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია და ორ წუთში ბიძინა დავარქვი, აბა სხვა რა სახელს დავარქმევდი, როდესაც მისი ერთადერთი ფუნქცია საკანში ისაა, რომ მე მიკბინოს და სისხლი ამომწოვოს, როგორც ნამდვილი ბიძინა წოვს სისხლს ქვეყანას.
თითქოს მიეჩვია და გაითავისა სახელი – საკნის ბოლოში რომ იჯდეს და ბიძინა დავუძახო, ეგრევე მოფრინავს. როდესაც მკბენს, ვაგინებ და აშკარად ესმის.
როდესაც დაფრინავს ან სადმე ზის, ვესაუბრები ფილოსოფიაზე, სახელმწიფოს მოწყობაზე, ქვეყნისა და ხალხის სიყვარულზე, მაგრამ ჭკუა, მისი ზომებიდან გამომდინარე, ზუსტად იმხელა აქვს, რაც ნამდვილ ბიძინას და თავში არაფერი შესდის.
ახლა ვფიქრობ რა მეთოდი მოვიგონო ისეთი, რომ მის პენტიუმ 0,0000005-იან თავში რამე შევიდეს,
კი მკბენს და მწოვს სისხლს, მაგრამ მოსაკლავად მაინც მეცოდება.
როგორც ყველაფერს თავისი დასასრული აქვს, კოღოს ცხოვრებაც სადღაც უნდა დასრულდეს.
2020 წელს საპარლამენტო არჩევნებზე, საარჩევნო უბნები რომ დაიკეტება, ზუსტად 8 საათზე „მოვკლავ“.

P.S. რომ მოვნათლე და ბიძინა დავარქვი კი ვუტრიალე მკვდარი და ცოცხალი. თუ მაინც მიჭერდი შე დედამო….ლო კობა კოშაძეს რაღას იჭერდი, კაცს თავისი ტრაგიკული ცხოვრება და გაჭირვება ეყოფოდა მეთქი“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...