პარტია ,,დროას“ თავმჯდომარემ ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მიემგზავრებიან დასავლეთში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში, სადაც განიხილავენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ორ ძირითად საკითხს:
,,ნელ-ნელა პროცესი, რომელიც მიდიოდა ევროკავშირის პერსპექტივის წინააღმდეგ, მივიდა იმ წერტილამდე, როდესაც ღარიბაშვილი ღიად გვეუბნება, რომ კანდიდატობა არაფერს არ ნიშნავს. პრაქტიკულად ხელს უკრავს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან რამეს – ევროპულ პერსპექტივას.
ამიტომ მე მინდა გაგაცნოთ რა არის გეგმა და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ:
პირველი – ეს არის ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა ორ საკითხზე: ერთი ეს არის სანქცირების პროცესის ბოლომდე მიყვანა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხი, რომელიც უკვე ოფიციალურად დღის წესრიგში დადგა ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, არ არის ერთადერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან.
სანქცირებულები უნდა იყვნენ ის ბიზნესმენები ე.წ. და რეალურად ოლიგარქები, რომლებიც არიან ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ძალაუფლების საყრდენები.
მეორე ამოცანა ჩვენს პარტნიორებთან სამუშაო არის ჩვენი ხალხის ნების კიდევ უფრო მტკიცედ და ხმამაღლა გაცნობა.
,,დროას“ და ოპოზიციის, სხვა პარტიების წარმომადგენლებიც მიემგზავრებიან დასავლეთში – ბრიუსელსა და ვაშინგტონში.
სწორედ ამ ორი საკითხის გასამყარებლად – სანქციების და ჩვენი ხალხის ნების საჩვენებლად, რომ ერთი ოლიგარქი არ უნდა უშლიდეს ხელს ჩვენს ერთიან ნებას გავხდეთ ევროპის ნაწილები“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


