ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
12 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"სამინისტრო გმობს პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც...

“სამინისტრო გმობს პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში” – განათლების სამინისტრო

10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს შორის, სპეციალური განცხადებით ეხმაურება განათლების სამინისტრო:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ივნისს განვითარებულ მოვლენებს.

სამინისტროსთვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება და შესაბამისად, გმობს პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სამინისტრო პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა გამოწვევის დაძლევა აკადემიური სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის შესაბამის ფორმატში მოხდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის: რამდენიმე კვირის განმავლობაში სტუდენტები პროტესტს გამოხატავდნენ და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოითხოვდნენ. მათ შორის იყო დისტანციურად გამოცდების ჩაბარების უფლების მოთხოვნა და სტუდენტური საცხოვრებლით სტუდენტების უზრუნველყოფა. 10 ივნისს დაპირისპირება მოხდა უნივერსიტეტის შენობაში, რა დროსაც, თსუ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაცვის 4 თანამშრომელმა დაზიანებები მიიღო.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...