შაბათი, მაისი 10, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებისახალხო დამცველი არაადეეკვატურად მიიჩნევს სასამართლოს მიერ გვარამიასათვის გირაოს...

სახალხო დამცველი არაადეეკვატურად მიიჩნევს სასამართლოს მიერ გვარამიასათვის გირაოს შეფარდების მიზეზად მოწმეთა მიმართ ზეწოლის თავიდან არიდების დასახელებას

2019 წლის 14 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ტელეკომპანია „რუსთავის 2–ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და მის ადვოკატს დიტო საძაგლიშვილს შეხვდა და პროკურატურის მიერ გვარამიასთვის წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით მათი პოზიცია მოისმინა.

სახალხო დამცველი, ინსტიტუტის მანდატის ფარგლებში, ჩართული იქნება საქმის მიმდინარეობის პროცესში.

იმის გათვალისწინებით, რომ გვარამია კრიტიკული მედიასაშუალების ხელმძღვანელი იყო და თავადაც კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლებისადმი, ბუნებრივია, მის მიმართ დაწყებული დევნა სახალხო დამცველის ინტერესს იწვევს. მნიშვნელოვანია დასაბუთებული მსჯელობა, იმის დასადასტურებლად, რომ ეს კონკრეტული დავა სისხლის სამართლის დასჯადობის ნაწილს ეკუთვნის და ამ თვალსაზრისით, პროკურატურამ მეტი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს; უნდა დაამტკიცოს ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა, რაც ამ ეტაპზე, ჩემი მოსაზრებით არასაკმარიასია. ვგეგმავ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მივმართო სასამართლოს, ასევე მზად ვარ შევხვდე პროკურატურის წარმომადგენლებს და მათი მოსაზრებებიც მოვისმინო,“ – განაცხადა სახალხო დამცველმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურა ვალდებულია საქმის მიმდინარეობის შესახებ ინტენსიურად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას, თუმცა, ამასთანავე თავი უნდა შეიკავოს ბრალდებულის დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებების გაკეთებისგან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველი არაადეეკვატურად მიიჩნევს სასამართლოს მიერ გვარამიასათვის გირაოს შეფარდების მიზეზად მოწმეთა მიმართ ზეწოლის თავიდან არიდების დასახელებას.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ IX ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ...

“ამათ მართლაც მონობა თავისუფლება ჰგონიათ, მთავარია წინ სალაფავს ხედავდნენ!” – ბეჟან ჯავახია მმართველ გუნდთან...

ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს...

“ჩვენ ყველა ერთად გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას 26 მაისს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით...

“თუ გაინტერესებთ, რეგიონში ვინ ვისკენაა ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირებაში…” – ზურაბ ბატიაშვილი

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი შეფასება-განმარტებებს აკეთებს ინდოეთ-პაკისტანის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...