spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ევროინტეგრაციის გზაზე მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად კვლავ რჩება...

“ევროინტეგრაციის გზაზე მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად კვლავ რჩება „ქართული ოცნება“ და მისი ხელისუფლების ქმედებები” – “სტრატეგია აღმაშენებელი”

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” ევროპარლამენტში გამართულმა დებატებებს ეხმაურება და ხელისუფლების მიმართ მწვავე შეფასებებს აფიქსირებს:

ევროპარლამენტში გამართულმა დებატებმა, კიდევ ერთხელ, ნათლად აჩვენა, რომ მიუხედავად ხელისუფლების კრიტიკული შეფასებებისა, ისინი მხარს უჭერენ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას. მაგრამ სამწუხაროდ, ევროინტეგრაციის გზაზე მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად კვლავ რჩება „ქართული ოცნება“ და მისი ხელისუფლების ქმედებები, რომელზეც კრიტიკულად და სამართლიანად მიგვითითეს საქართველოს მეგობარმა ევროპარლამენტარებმა.

იმედი გვაქვს, ამ სამართლიან კრიტიკას „ქართული ოცნება“ არ დაუპირისპირებს ახალ ცილისმწამებლურ და ლანძღვა-გინების კამპანიას ევროპარლამენტისა და დასავლელი პარტნიორების მიმართ, მხედველობაში მიიღებს მათ სამართლიან კრიტიკას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელიდან არ იქნას გაშვებული ეს ისტორიული შანსი.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდმა უკვე მოიტანა პოზიტიური შედეგები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში (ALDE-ს მხარდამჭერი რეზოლუცია) და მზად ვართ, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები იმ დამაბრკოლებელი გარემოებების აღმოსაფხვრელად, რაზეც მიგვითითებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემის დაუყოვნებლივი რეფორმა, დემოკრატიასთან და თავისუფალ მედიასთან დაკავშირებული პრობლემები, ნიკა გვარამიას გათავისუფლების საკითხი და ყველა ის საკითხი, რომელიც შესული იყო 19 აპრილის შეთანხმებაში და რომელთა შეუსრულებლობაც სერიოზული ხელის შემშლელი ფაქტორია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

მივმართავ „ქართულ ოცნებას“, ყველანაირი საუბრის და მოწოდებების დრო დასრულებულია. თუ თქვენ ნამდვილად გინდათ საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია და გსურთ გქონდეთ პოლიტიკური მომავალი, უნდა შეიგნოთ, რომ ახლა ქმედებების დროა და არა გაუთავებელი საუბრის, სხვების დადანაშაულების და ლანძღვა-გინების”, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გრძელდება მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ” – კახა კალაძე ევროპელ პოლიტიკოსებზე

„გრძელდება მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რა...

“ამ ადამიანის ასეთი გამეტება რა მდაბალი ქცევაა” – ნათია ფანჯიკიძე ალეკო ელისაშვილზე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...