პარასკევი, აპრილი 26, 2024

მამუკა მდინარაძე: შეგაგინებენ, გაგლანძღავენ, უკადრებელს გაკადრებენ და ეს არის მიღებული – როგორც კი პასუხს გასცემ, ეს ყოფილა ძალადობის წახალისება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე ძალადობის დაუშვებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შეიძლება ვინმემ ცუდი აზრი გამოთქვას, თუმცა ამის გამო მასზე ძალადობა მიუღებელია. მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ასევე მიუღებლად მიაჩნია ოპონენტების მხრიდან ლანძღვა:

შეგაგინებენ, გაგლანძღავენ, უკადრებელს გაკადრებენ და ეს არის მიღებული – როგორც კი პასუხს გასცემ, ეს ყოფილა ძალადობის წახალისება. რანაირი “ტრენდია” ვერ ვხვდები.

შეუძლიათ დაგაბრალონ ათასი სიბინძურე წარსულიდან, აწმყოში, მომავალში, მოიგონოს და გითხრას. პასუხს გასცემ თუ არა, ეს ყოფილა ძალადობის წახალისება.

დიახ, მე პირადად, ჩემი და ჩემი გუნდის თითოეული წევრის სახელით, ნამდვილად ვემიჯნები ძალადობას და დაბეჯითებით, მთელი პასუხისმგებლობით მინდა, გითხრათ, რომ ყოველგვარი ძალადობა რის გამოძახილიც არ უნდა იყოს, მიუღებელი, დასაგმობი და წარმოუდგენელი. ხათუნა სამნიძის და ვინმე ბერძენიშვილის კი არა, ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც არ უნდა იყოს. თავისი ძალიან ცუდი აზრი გამოთქვეს, მეც ამ აზრს არ ვეთანხმები კი არა, მგონია, რომ საშინელება თქვეს, მაგრამ ნებისმიერი საშინელების მთქმელზე ძალადობა არის ცალკე დასაგმობი. ამას ახლა შევეგუოთ, მივხვდეთ. არ შეიძლება, ნათქვამის გამო ადამიანის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება მოინდომო ან შეურაცხყოფა მიაყენო. არ შეიძლება, წარმოუდგენელია.

ამასობაში, იმის შიშით, რომ ასე არ გადათარგმნოს ვიღაცამ, არ ვუთხრათ, რომ შენ ისტორიაზე და გუშინდელ დღეზე პირდაპირი თავდასხმა არის მავნებლობა და ამ ქვეყნისთვის ძალიან ცუდი რამ?“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული