spot_img
მთავარიოკუპირებული რეგიონები"ერთი წუთით წარმოიდგინეთ საქართველო ევროკავშირის წევრად და ასეთ...

“ერთი წუთით წარმოიდგინეთ საქართველო ევროკავშირის წევრად და ასეთ დროს აფხაზების ჩვენს მიმართ დამოკიდებულება…” – ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ურთიერთობის დაძაბვის თაობაზე წერს მოსკოვსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის და ამ ფონზე უმნიშვნელოვანესად მიაჩნია საქართველოს პოლიტიკური წონის გაზრდას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებით:

იძაბება ურთიერთობა მოსკოვსა და სოხუმს შორის მას შემდეგ, რაც ე.წ. აფხაზეთის პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები საარჩევნო კანონში და ამიერიდან დეპუტატი შეიძლება გახდეს მხოლოდ ის ადამიანი, რომელმაც იცის აფხაზური ენა. ანუ შეიძლება გახდეს მხოლოდ ეთნიკური აფხაზი, რადგან სხვები (მით უმეტეს რუსები) აფხაზურ ენას ვერც სწავლობენ და არც სწავლობენ.

მოსკოვიდან აფხაზებს უთხრეს, რომ თუ ეს კანონი დაუყოვნებლივ არ გაუქმდებოდა, სერიოზულ სანქციებს ვერ ასცდებოდნენ. პასუხად აფხაზები ეუბნებიან რუსებს, რომ აფხაზეთში ყველა მაინც რუსულად ლაპარაკობს, ეს აფხაზური ენის გადასარჩენად გვჭირდებაო… და ა.შ და ა.შ

ოღონდ ეს არგუმენტები მოსკოვისთვის დამაჯერებელი არ არის – ამ კანონში ისინი ხედავენ იმავე ტენდენციას, რასაც წლების განმავლობაში ხედავდნენ უკრაინაში, სადაც პარლამენტი იღებდა კანონებს, რომლითაც ზღუდავდა რუსულ ენას სახელმწიფო უწყებებში, რომ ხელი შეეწყო უკრაინული ენის დამკვიდრებისთვის ოფიციალურ დონეზე.

ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიისა: უკრაინული ენა სახელმწიფო უწყებებში მისთვის იმის მანიშნებელი იყო, რომ უკრაინული სახელმწიფო შენდებოდა და უკრაინული შინაარსი ექნებოდა იმ სახელმწიფოს.

ზუსტად ასევე, რუსებს ახლა ეჩვენებათ, რომ რახან აფხაზეთში აფხაზური ენის პრიორიტეტი მკვიდრდება, აფხაზები “აფხაზური შინაარსის” სახელმწიფოს აშენებენ და არა რუსულენოვან, რუსული შინაარსის სახელმწიფოს.

მაშინ მოსკოვში სვამენ კითხვას: თუკი ასეა, აფხაზური შინაარსის სახელმწიფო რუსეთის ბიუჯეტიდან რატომ უნდა ვაფინანსოთო? (აფხაზეთის ბიუჯეტი ხომ 100%-ით რუსეთზეა დამოკიდებული). აფხაზები პასუხობენ: აბა რა, ვალდებული ხართ დაგვაფინანსოთ, რადგან აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზა დავაკანონეთ და ჩვენ რომ არა, ახლა ფსოუზე, საქართველოს გამო, საზღვარი NATO-სთან გექნებოდათო.

ერთი სიტყვით, უკრაინის გამო რუსეთი ახლა დასუსტდა, აფხაზებმა დრო იხელთეს და ცდილობენ თავიანთი სეპარატისტული სახელმწიფოს “აფხაზური შინაარსის” საძირკველი ჩაყარონ – მოსკოვი ჩვენთვის ვერ მოიცლისო. თუმცა კრემლმა მიანიშნა, რომ თუ ეს კანონი არ იქნება გაუქმებული, რუსეთი ფსოუს საზღვარს ჩაკეტავს. “მაშინ ჩვენ თურქეთისკენ გავიხედავთო” – აშინებენ სოხუმიდან.

და სად ვართ ამ დროს ჩვენ?! ჩვენ ამ დროს ჩვენი ხელისუფლების გამო ამ მხრივაც სრულ ვაკუუმში ვართ.

და ბოლოს, ერთი წუთით წარმოიდგინეთ საქართველო ევროკავშირის წევრად და ასეთ დროს აფხაზების ჩვენს მიმართ დამოკიდებულება… ის აუცილებლად დრამატულად შეიცვლება და ჩვენთან კვლავ თანაცხოვრების პრაგმატული სურვილი გაუჩნდებათ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა მელია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ღირებულებების დაცვის სახელით, კუნთმაგარი და ჭკუათხელი ადამიანები ზუსტადაც რომ...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...