spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ მოვისმინეთ ეპითეტი, მაგრამ ვერ მოვისმინეთ არგუმენტი" -...

“ჩვენ მოვისმინეთ ეპითეტი, მაგრამ ვერ მოვისმინეთ არგუმენტი” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კრიტიკულ შეფასებას აკეთებს სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე ნიკა გვარამიას დაპატიმრების საკითხთან დაკავშირებით. მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს მიაჩნია, რომ პროცედურებთან დაკავშირებით ვერავინ მიუთითებს მართლმსაჯულებას, თუ რა დროს რა გადაწყვეტილება მიიღოს:

,,ჩვენ მოვისმინეთ ეპითეტი, მაგრამ ვერ მოვისმინეთ არგუმენტი. ეს არის მნიშვნელოვანი, როდესაც განსაკუთრებით ასეთი მძიმე ეპითეტებით მოიხსენიება ესა თუ ის კონსტიტუციური ორგანოები, ამას მინიმუმ უნდა მოჰყვეს არგუმენტი.

აქ საკმარისი არ არის, რომ ვიღაცამ გააკრიტიკა, ვიღაცამ ასე თქვა, ვიღაცამ – ისე. აქ მნიშვნელოვანი არგუმენტია.

ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციურ ორგანოზე, როდესაც ერთი კონსტიტუციური ორგანო მეორე კონსტიტუციურ ორგანოს ასეთი ეპითეტით ამკობს.

როდესაც არის ასეთი ტიპის განცხადებები – პირდაპირი ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში, რა თქმა უნდა, ჩვენგან ამას კრიტიკული შეფასება მოჰყვება.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ პროცესს – იყო ეს დროული თუ სათანადო დროს არ იყო, აქ მე მგონი ახსნაც კი ზედმეტია იმის, რომ ვერავინ მართლმსაჯულებას ვერ მიუთითებს პროცედურები რა დროში უნდა ჩატარდეს. ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ქვაკუთხედი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“კრიმინალი ქუჩაში თავისუფლად თარეშობს და წერა-კითხვის გამართულად მცოდნე თუ კიდევ ვინმე დარჩა ქვეყანაში, ციხეებში...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ქვეყანაში არსებულ რეალობას მძიმე შეფასებებს აძლევს: "ნოდარ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...