შაბათი, ივნისი 28, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაკიბერშეტევა ტელეკომპანია "პირველზე" - მოსაზრებები, შეფასებები

კიბერშეტევა ტელეკომპანია “პირველზე” – მოსაზრებები, შეფასებები

როგორც ტელეკომპანია “პირველის” ხელმძღვანელობის განცხადებით გახდა ცნობილი, რომ დღეს დილით დაახლოებით 5 საათისთვის ტელეარხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია მისი სრულფასოვანი მაუწყებლობა.

დღეს დილით, არხის ცენტრალურ სერვერზე, განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა “საქმიანი დილა” და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები“, – ნათქვამია ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულის თაობაზე არხის ხელმძღვანელობამ შეატყობინა შს სამინისტროს, რომლის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ტელეკომპანიაში და დაიწყეს საგამოძიებო ღონისძიებები.

ფაქტობრივად ვიდეო არქივი განადგურებულია. სერვერი, ანუ მოწყობილობა, ტექნიკური ბაზა, რომლითაც შეიძლება მასალის მიწოდება მაყურებლისთვის, ესეც არის შეტევის ქვეშ დავირუსებული და შეუძლებელია მისი გამოყენება. ფაქტობრივად ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია “ლაივ-რეჟიმში” მაუწყებლობა. ახალი ამბები ვერ გავა ეთერში, ამიტომ მე შევეცდები მხოლოდ ერთი კამერის და რამდენიმე ჩართვის აპარატის საშუალებით პირდაპირ ეთერში რაც ხდება დღეს, რაც მოხდება ის გადავცეთ მაყურებელს” – განაცხადა არხის ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის გიორგი გვასალია, ტელეკომპანიის IT-სპეციალისტების განმარტებებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ეს არის კრიპტოვირუსი, რომელიც მოხვდა ერთ-ერთ სერვერზე, საიდანაც ხდებოდა ფაილების გადანაწილება სხვა სერვერებზე და ქსელის მეშვეობით გავრცელდა სხვა კომპიუტერებზეც.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარეც.

თუ მოხდა კიბერშეტევა და კიბერთავდასხმა, მე გარწმუნებთ, რომ სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რათა ეს დანაშაული, თუ ის მოხდა, იყოს გამოძიებული სათანადოდ. ეს არის კომპლექსური, საკმაოდ რთული საქმე  და რთული სფეროა გამოძიებისთვის, თუმცა ძალისხმევას, დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამსახურები არ დააკლებენ” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ გვაკავებენ არა დანაშაულისთვის, არამედ სიმართლისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დაპატიმრების წინ საზოგადოებას ემოციური...

“მერე ესენი წავლენ ციხეში, ჟანრის ლოგიკაა🙌 სხვაგვარად არ ხდება📌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკური პროცესების კონკრეტულ...

“ქოცებმა 2012 წლის კონტრრევოლუციის სიმბოლოდ აირჩიეს ცოცხი და ტ*აკი” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ეს საშუალო სტატისტიკური ქოცი რატომ გოდებს მეორედ მოსვლაზე, ვერ გავიგე!😊” – ლელა ჯეჯელავა

ირანში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში დაფიქსირებულ ცალკეულ პოზიციებთან დაკავშირებით, ერთგვარ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...