სამშაბათი, მაისი 13, 2025
23.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არავითარი პოლიტპატიმარი, არცერთს არ ვთვლი მე - არც...

“არავითარი პოლიტპატიმარი, არცერთს არ ვთვლი მე – არც მიშას, არც ნიკას” – მეუფე იაკობი

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში პოზიციას აფიქსირებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს:

,,ხუმრობის გარეშე – ცოტას თუ დაიკლებდა, ხო ძალიან დიდი წონა ჰქონდა, პირიქით ჯანმრთელობისთვის კარგია, მაგრამ უცბად არ უნდა მოხდეს ხოლმე მაგ წონის დაგდება. ისე ძალიან კარგია თუ დაიკლებს.

თუ საჭიროა გადაყვანა, ვინ არ გადაიყვანდა?! – ასატკივარი თავი ვის აქვს?! საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ, ჩვენი აზრია, თორემ თქვენ შეიძლება არ იცით, მაგრამ ჩვენც გვქონდა ხელისუფლებასთან მაგაზე საუბარი და ძალიან მალე ხელისუფლებამ გადაიყვანა.

მე გეტყვით რა მიშაზე რა ხდება, საერთოდ. შევხედოთ ხალხის მდგომარეობას. ხალხს არ აინტერესებს სწორად გასამართლდა თუ არ გასამართლდა. ხალხის უმეტესობა ფიქრობს, რომ ეგ ადამიანი არის იქ, სადაც უნდა იყოს.

გულსატკენი ეს არის, რომ ჩვენ კანონი კი არ გვაინტერესებს, უკვე რაღაც განწყობებია ადამიანებში და ფიქრობენ, რომ სამართლიანია.

გინდ პრეზიდენტი იყავი, გინდა მეფე – ყველა ვერ უძლებს. გასაგებია ან შიშები დაემართა, ან რაღაცა, წონაშიც იკლებს ახლა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა

ასევე, მეუფე იაკობმა კომენტარი გააკეთა ,,მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან და ტელეკომპანიასთან დაკავშირებითაც:

,,არავითარი პოლიტპატიმარი. მისმინეთ, არცერთს არ ვთვლი მე – არც მიშას, არც ნიკას.

კრიტიკული არ იყო მაგ [“მთავარი არხი”] ტელევიზია. ტელევიზია იყო პარტიული რუპორი, სხვა არაფერი არ იყო, რომელიც სახელმწიფოს აღმშენებლობას, მე რასაც ვუყურებ, ხელს უშლიდა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სააკაშვილის ბანერი უშლის ხელს ქოცებს ქოცების მოშორებაში. რა არის აქ გაუგებარი?!” – ზაზა ბიბილაშვილის...

„ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

კახა კალაძე: მუქარებისა და სანქციების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ

„ბევრი სცენარი ვნახეთ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო და...

“ეს სანქციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ დასავლეთის ნაწილი ვართ” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ამ დასასანქცირებელთა სიით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს აღიქვამენ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...