კვირა, ივნისი 29, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისექტემბრიდან, ახალი მოძრაობა, ღირსეული საქართველოსთვის! - მამუკა ხაზარაძე

სექტემბრიდან, ახალი მოძრაობა, ღირსეული საქართველოსთვის! – მამუკა ხაზარაძე

ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებასთან ერთად, სექტემბრიდან ახალი პოლიტიკური  მოძრაობის დაფუძნების თაობაზე ფეისბუკის პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს “თიბისი ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე:

მეგობრებო,

თუ გვინდა ძლიერი საქართველოს აშენება, უპირველეს ყოვლისა, ღირსება უნდა დავუბრუნოთ ხალხს – ეს გიორგი ჭყონდიდელის სიტყვებია, დღესაც სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ – ქართველი ადამიანის ღირსების დაბრუნებით.

ღირსება ხომ უპირველეს ყოვლისა თავისუფლებისთვის ბრძოლაა, სამშობლოს ერთიანობის და პიროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლა. 
ღირსება, ესაა კერპების მსხვრევა, რადგან კერპს ან ამსხვრევ ან ემონები.
ღირსების აღდგენა მესიებზე უარის თქმაა, რადგან ღირსეული და თავისუფალი ადამიანი საკუთარ თავში ხედავს ძალას, რომ საკუთარი თუ გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ.

ჩვენი ქვეყანა და ხალხი ნამდვილად არ არის იმის ღირსი რა მდგომარეობაშიც ის ახლა იმყოფება. 
იმის გათვალისწინებით თუ რა დიდი პოტენციალი გააჩნია მას პირველ რიგში ახალგაზრდების, ახალი თაობის, სუფთა, გონიერი და პროფესიონალი ადამიანების სახით, თუნდაც იმ ემიგრანტების სახით, რომლებიც მუხლჩაუხრელად მუშაობენ და სამწუხაროდ, სხვის ეკონომიკას აძლიერებენ, იმიტომ რომ არ მიეცათ სამშობლოში ღირსეული შრომისა და ცხოვრების საშუალება. ჩვენი დედები და დები, რომლებიც წლების განმავლობაში უცხოეთში მძიმე შრომით გამომუშავებული ფულით ეხმარებიან აქ თავიანთ ოჯახებს და ათეული წლების განმავლობაში მილიარდზე მეტ თანხას რიცხავენ საქართველოში ყოველწლიურად.

ჩვენ ვართ კლებადი ერი, მცირე ეკონომიკის ქვეყანა, სამწუხაროდ, არანაირი სტრატეგიული მიზნები არ გვაქვს.
რანი გვინდა რომ ვიყოთ? როგორი ქვეყანა გვინდა რომ გვქონდეს? 
ქვეყანა, სადაც სიღარიბის და უიმედობის პროპაგანდა მიდის?
ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში ტყუილი დაპირებებით იმართება? სისტემა, რომელიც აგრესიული და რეპრესიულია თავისუფალი მედიის და კრიტიკული აზრის მიმართ?

ასე ვერ განვვითარდებით!

ასე ვერ ავაშენებთ ახალ და ძლიერ საქართველოს!

დღეს უნდა გავერთიანდეთ, დავისახოთ კონკრეტული მიზნები ჩვენი ქვეყნის და ხალხისთვის, უნდა შევეშვათ წარსულის კრიტიკას და ვიფიქროთ და ვიმოძრაოთ მომავლისკენ; 
გავაჯანსაღოთ ეკონომიკა, შევქმნათ სამართლიანი ქვეყანა, შეუქცევადი გავხადოთ დასავლურ ორბიტაზე გადასვლა, შევქმნათ სახელმწიფო, სადაც თითოეული მოქალაქე იპოვის საკუთარ ღირსეულ ადგილს და საქართველო კი ღირსეულ ადგილს მსოფლიო რუქაზე!

ქართველებს გვაქვს ამის ნიჭი და ძალა! 
მხოლოდ თავისუფალი, ახალგაზრდა, გულანთებული და პროფესიონალი ადამიანების გაერთიანებას შეუძლია ძლიერი ქვეყნის შექმნა!!!

სექტემბრიდან!

ახალი მოძრაობა!

ღირსეული საქართველოსთვის!

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს საშუალო სტატისტიკური ქოცი რატომ გოდებს მეორედ მოსვლაზე, ვერ გავიგე!😊” – ლელა ჯეჯელავა

ირანში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში დაფიქსირებულ ცალკეულ პოზიციებთან დაკავშირებით, ერთგვარ...

“ის გაიმარჯვებს, ვისაც უფრო მეტი გადაწყვეტილების უნარი გააჩნია…” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც რიტორიკული...

“მშვიდობის ნაბიჯი ეხლა მხოლოდ ერთია: პოლიტიკური პატიმრების დაუყონებლივ განთავისუფლება!” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მსოფლიოში შეცვლილ რეალობაზე საუბრობს...

“პარტიების ლიდერებს და სინდისის პატიმრებს გაუშვებენ, გაღიმებულ ქოცებს დაგთვლით პოპკორნით ხელში🙏😀” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის ვარაუდები და მოლოდინები: "დიფსთეიტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...