შაბათი, ივლისი 12, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ა/წ 11 აპრილიდან - 25 მაისის ჩათვლით პარტია...

“ა/წ 11 აპრილიდან – 25 მაისის ჩათვლით პარტია “კონსერვატიულმა მოძრაობამ” იგივე ალტ-ინფომ 107 954 ლარის შემოწირულობა მიიღო” – ანტიკორუფციული მოძრაობა

ორგანიზაცია “ანტიკორუფციული მოძრაობა” ინფორმაციას ავრცელებს პარტია “კონსერვატიული მოძრაობი”-სთვის 11 აპრილიდან – 25 მაისის ჩათვლით განხორციელებული შემოწირულობის თაობაზე და პარტიასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს:

“ა/წ 11 აპრილიდან – 25 მაისის ჩათვლით მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება ,,კონსერვატიულ მოძრაობამ’’ იგივე ალტ-ინფომ 107 954 ლარის შემოწირულობა მიიღო.

პრორუსულ და რასისტულ პარტიას სულ 63 პირმა შეწირა თანხა, აქედან ახალი შემომწირველი 17 პირია, ხოლო 47 პირი სისტემატიურად სწირავს თანხას.

შემომწირველებიდან სამეწარმეო საქმიანობა უფიქსირდება 10 პირს, ხოლო 53 პირს სამეწარმეო საქმიანობა არ უფიქსირდება, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს რომ შემომწირველები კუთვნილ შემოსავალს არ სწირავენ და საქმე გვაქვს კანონდარღვევასთან – უკანონო შემოწირულობასთან, რასთან დაკავშირებითაც სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სამსახურისგან მოვითხოვთ დაიწყონ მოკვლევა“, – განაცხადა ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ფარულავამ.

“კონსერვატიული მოძრაობის შემომწირველს, მეწარმე გია გოთუას კომპანიებს: ,,ივერია 77’’ და ,,ივერია 7’’ -ს სახელმწიფო შესყიდვების გზით 11 180 365 ლარის ღირებულების ტენდერი აქვს მიღებული, გამარტივებული შესყიდვით 49 416 ლარი აქვს მიღებული.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან მოვითხოვთ მეწარმეები და მათი კომპანიები, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ პარტიას სწირავენ თანხას შეიყვანონ შავ სიაში”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

“ალეკო ელისაშვილი, ეს ფიზიკური თუ პოლიტიკური აკრობატი, იწვევს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში, რათა გახდეს დედაქალაქის...

თბილისის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...