“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი პრემიერ-მინისტრის დელეგაციაში, ისრაელში ვიზიტის დროს, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ყოფნას ეხმაურება და შესაბამისად ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში თავის პოზიციას აფიქსირებს:
“რა მტკიცებაღა უნდა მსოფლიოსათვის იმას, რომ უკრაინის და შესაბამისად საქართველოს წინააღმდეგ ომში ივანიშვილი, თავისი რეჟიმით, პუტინ-ლუკაშენკოს ბლოკშია.
აგერ მისი ხელის პრემიერ-მინისტრის ამალაში, ისრაელში არც მეტი არც ნაკლები პუტინის მარჯვენა ხელის, სანქცირებული ოლიგარქის ევტუშენკოვის მთავარი მენეჯერი ხიდაშელის დაუვიწყარი აჩრდილი გამოჩნდა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე შალვა ნათელაშვილი.

