spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“, რომ ცხადად...

“მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“, რომ ცხადად დააფიქსიროს პოზიცია ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ გეგმაზე” – გიორგი ვაშაძე

როგორც ევროკავშირის ელჩმა თქვა, საქართველომ აუცილებლად უნდა გაატაროს რეფორმები – შეახსენა მმართველ პარტიას “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, თუ “ქართულ ოცნებას” ნამდვილად სურს საქართველომ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, აუცილებელია რეფორმების გატარება. როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, “სტრატეგია აღმაშენებელმა” ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად “ქართულ ოცნებას” 7 პუნქტიანი გეგმა შესთავაზა “ერთად ევროპისკენ”, რომელიც საქართველოს დაეხმარება ნათლად აჩვენოს ევროპას, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის გადადგას ნაბიჯები ევროპასთან დაახლოვებისთვის:

თუ ”ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერებს ნამდვილად უნდათ რომ საქართველომ მიიღოს წევრობის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადება მართლაც არის ძალიან საყურადღებო, რადგან როგორც ელჩმა თქვა, საქართველომ აუცილებლად უნდა გაატაროს რეფორმები, რადგან პრობლემები აქვს იმ სფეროებში, რომელიც ევროკავშირისთვის საკვანძო ღირებულებისაა.

სწორედ ამიტომ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად შევთავაზეთ 7 პუნქტიანი გეგმა – „ერთად ევროპისკენ“, რომ სწრაფად და ნათლად გვეჩვენებინა საქართველო მზად არის თავის მხრივაც გადადგას ნაბიჯები ევროპასთან დაახლოებისთვის. ეს ნაბიჯებია:

1. ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებული სასამართლო პაკეტის მიღება პარლამენტში;
2. საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა და საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღება მე-2 და მე-3 მოსმენებით;
3. შეწყდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე – დიპლომატებზე, ევროპარლამენტარებზე და ელჩებზე თავდასხმა;
4. უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, სადაც ხაზგასმით და მკაფიოდ დაგმობილი იქნება რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები უკრაინაში;
5. მთავრობის მიერ მომზადდეს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გარანტირებულად გამორიცხავს რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას ან არასწორ ინტერპრეტაციას;
6. ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტა;
7. მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების დაცვა და საერთაშორისო მაღალი დონის სამედიცინო ექსპერტების ჩამოყვანა, რომელთა დასკვნის შესრულებაც მკურნალობა/რეაბილიტაციაზე სავალდებულო იქნება.

მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“, რომ ცხადად დააფიქსიროს პოზიცია ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ამ გეგმაზე”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...