spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როცა ადამიანს იმ საქმეს უკრძალავ, რომელიც სიცოცხლის არსად...

“როცა ადამიანს იმ საქმეს უკრძალავ, რომელიც სიცოცხლის არსად აქვს ქცეული, მკვლელობაა” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ლევან ბერძენიშვილთან მიმართებაში დაფიქსირებულ ნეგატიურ შეფასებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში ერთგვარი შეზღუდვების ტენდენციაა, როცა ადამიანის უკრძალავენ იმ საქმის კეთებას, რაც უყვარს:

რაც შეეხება ლევან ბერძენიშვილს – კარგი მასწავლებელი ის კი არ არის, ვინც მზა აზრებს უტენის თავში მოსწავლეებს, არამედ ის, ვინც წიგნთან მუშაობას ასწავლის და მადას აღუძრავს, წაიკითხოს და შემდეგ საკუთარი აზრი ჩამოაყალიბოს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილები “წიგნებიან” სახლში დაიბადნენ და გაიზარდნენ და სულ რომ არ სდომოდათ, შემთხვევით რამე აუცილებლად შემოეკითხებოდათ, ეკამ, რომელიც ერთი წელი სწავლობდა ჯიპაში და ლევან ბერძენიშვილი უკითხავდა ლექციებს, ორგანიზებულად, არა ჩემგან, არამედ სწორედ ლევან ბერძენიშვილისგან შთაგონებულმა დაიწყო ძალიან სერიოზული წიგნების კითხვა. დარწმუნებული ვარ, ასევე ბევრ ადამიანს ააღებინა ხელში ბევრი მნიშვნელოვანი წიგნი მისმა დაუღალავმა შრომამ.

პოლიტიკიდან ვინც გინდათ გაყარეთ, პოლიტიკოსი თქვენი/ჩვენი ნაქირავებია და ვისაც გინდათ “დანიშნავთ”, მიუხედავად იმისა, როგორი ვნებითაც არ უნდა უყვარდეს საქმე. პოლიტიკური მრავალნაირი სამსახური არსებობს და აუცილებელი არაა, ყველა აღმასრულებელ თანამდებობაზე იყოს. მაგრამ როცა ადამიანს იმ საქმეს უკრძალავ, რომელიც სიცოცხლის არსად აქვს ქცეული, მკვლელობაა. რატომ ვკლავთ ერთმანეთს? როცა ერთმანეთს ვკლავთ, ეს ხომ თვითმკვლელობაცაა?!

ბერძენიშვილმა ლექცია არ წაიკითხოს, ლაშა ბაქრაძე ლექსებს არ გაეკაროს, იაგო კაჭკაჭიშვილმა არ იკვლიოს, დათო ლორთქიფანიძემ სამუზეუმო საქმე მიატოვოს, გაგა ჩხაიძე კინოს არ მიუახლოვდეს… ძალიან მერიდება საკუთარი თავის ამ ხალხთან ჩაკვეხება, მაგრამ მეც “შეყვარებული” ქალი ვარ, ბევრი შემშლია, მაგრამ რაღაც მიკეთებია სასარგებლო-ც… პაციენტი არ მივიღო… – დარწმუნებული ხართ, რომ უკეთესი გახდება ჩვენი ქვეყანა?” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნათია ფანჯიკიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...