spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: "გულწრფელი კითხვა მაქვს უმრავლესობასთან, ტაშს რას...

გიორგი ვაშაძე: “გულწრფელი კითხვა მაქვს უმრავლესობასთან, ტაშს რას უკრავდით?!”

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს სხდომათა დარბაზიდან მიმართა. გიორგი ვაშაძის თქმით სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები დღეს ზიზღის ენას უკრავდნენ ტაშს, რომელიც პრემიერ მინისტრს სხდომათა დარბაზში გამოსვლის დროს ჰქონდა:

უმძიმესი რეალობა გვაქვს, გულწრფელი კითხვა მაქვს უმრავლესობასთან, ტაშს რას უკრავდით?! ტაშს, რომ უკრავდით იმ ზიზღის ენას, იმ რიტორიკას, რომელიც პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო, მოგწონთ?!

თქვენთვის ევროპელობა არის ოპონენტების კრიმინალებად დასახელება?!

თქვენთვის ევროპელობა არის ზიზღის ენა და რიტორიკა?!

თქვენთვის ევროპელობა არის გაუთავებელი ტყუილები, ტყუილების მოგონება, დაბრალება და ამაზე ლაპარაკი წუთების მანძილზე?!

ეს არის ევროპელობა?! მართლა გგონიათ, რომ ამით თქვენ რამე კარგს აკეთებთ?!

ხშირად ისმის ხოლმე თქვენგან: ეროვნული ინტერესები, სამშობლო, ეს არის თქვენი ეროვნული ინტერესები? მართლა მაინტერესებს რა გიხარიათ?!

ეკონომიკის მინისტრია მოსული და მაგალითად გეტყვით:

  • თუ იცით რამდენით შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა გასულ წელს? 25 000-ით;
  • თუ იცით რამდენი საქართველოს მოქალაქე გავიდა სარჩო-საბადებლის სანახავად ქვეყნიდან? 100 000-მდე;

გაძვირებულია პური, ზეთი, ბოსტნეული, შაქარი, შემცირებულია სამუშაო ადგილები, იტყუებით, რომ სავალუტო ფონდმა გამოაცხადა შემდგომი 5 წლის მანძილზე ორნიშნა ციფრით გაიზრდება ეკონომიკა, წელს გაიზარდა ორნიშნა ციფრით ეკონომიკა, ვისთვის გაიზარდა?! ვინ ისარგებლა ამით?!

თქვენივე ოფიციალურ ყველა სტატისტიკურ მონაცემში რატომ არის ასეთი მძიმე მდგომარეობა?!

ამ ფონზე თქვენი ქვეყნის პრემიიერ-მინისტრს რა უხარია?! კობახიძეს რა უხარია?! მართლა მაინტერესებს ტაშს რას უკრავთ?!“, – მიმართავს გიორგი ვაშაძე საპარლამენტო უმრავლესობას.

პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...