spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარ არის დრო პათეტიკის და ურთიერთშეგონების, ახლა გადამწყვეტი...

არ არის დრო პათეტიკის და ურთიერთშეგონების, ახლა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის დროა – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ მერაბ კოსტავას სახელობის სახლმუზეუმი ოჯახთან ერთად მოინახულა. გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, რომელიც აუცილებლად გამოსაყენებელია. ოპოზიციონერი ლიდერის აზრით საქართველომ უნდა გადადგას გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს:

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს.

როგორც ევროკავშირის ელჩმა თქვა, დღეს ისე როგორც არასდროს ჩვენ გვჭირდება გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა, ნაკლები პათეტიკა, ნაკლები მოწოდებები, ურთიერთშეგონებები ერთმანეთისთვის და გაერთიანება საერთო სამოქმედო გეგმის, გადამწყვეტი ნაბიჯების გარშემო, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს არის ის შესაძლებლობა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს.

დღეს მოვისმინე განცხადებები პრეზიდენტისგან, პრემიერისგან, პარლამენტის თავმჯდომარისგან, გულზე მჯიღს ყველანი ვირტყამთ, რომ გვიყვარს სამშობლო და ახლა სამშობლო გვიხმობს, რომ გადამწყვეტი ნაბიჯები გადავდგათ და 15 ივნისამდე საქართველომ აჩვენოს ერთიანობა და გადადგას ნაბიჯები, რომელიც ჩვენს სამშობლოს ევროპულ მომავალს და კანდიდატის სტატუსის მოპოვებას შეაძლებინებს.

მართლმსაჯულების რეფორმის კანონი რეგისტრირებულია, მივიღოთ პირველი მოსმენით, საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ მეორე და მესამე მოსმენით, ასევე პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს ნიკა გვარამია და იუსტიციის სამინისტროს და პრემიერს შეუძლია დაუშვას უცხოელი ექიმები მიხეილ სააკაშვილთან.

ძალიან მარტივია ჩამონათვალი იმ ნაბიჯების, რომლითაც დაინახავს დასავლეთი გზავნილს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ივანიშვილის რეჟიმი ჩიხშია და რუსეთის მზარდ კრიზისთან ერთად, კიდევ უფრო მეტად შევა ჩიხში” –...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...