spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მხრიდან მივიღეთ ცარიელი პოლიტიკური გზავნილები,...

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მხრიდან მივიღეთ ცარიელი პოლიტიკური გზავნილები, ნული შინაარსი და ანტისახელმწიფოებრივი აგიტაცია კანდიდატობის წინააღმდეგ

რა უნდა ყოფილიყო დღევანდელი დებატების მიზანი და არის თუ არა ეს მიზანი მიღწეული? ჩვენ დღეს შინაარსობრივად უნდა გვემსჯელა იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად იმსახურებს ჩვენი ქვეყანა დღევანდელი მოცემულობით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამის მაგივრად მივიღეთ ცარიელი პოლიტიკური გზავნილები ოპოზიციის მხრიდან და ნული შინაარსი. ეს არის ძალიან სამწუხარო და მივიღეთ ანტისახელმწიფოებრივი აგიტაცია კანდიდატობის წინააღმდეგ. ეს არის დაუშვებელი, ეს არის მიუღებელი და ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე გამართულ პოლიტიკური დებატებზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც ქვეყანა ელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას, ასეთ დროს ამ მასშტაბის აგიტაცია და პროპაგანდა კანდიდატობის წინააღმდეგ, არის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომის გამოვლინება.

ჩვენ ვიხილეთ, რომ სამი საათის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ამტკიცებდნენ იმას, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსს არ ვიმსახურებთ.

გახსოვთ ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს ადამიანები, იგივე ადამიანები დადიან დერეფნებში და ამას უმტკიცებენ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, ევროპარლამენტარებს და აღმასრულებელ სტრუქტურებს და ამას უარყოფენ რაღაც მომენტში, მაგრამ დღეს ზუსტად იგივე გააკეთეს მათ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში. რითაც ის დაადასტურეს, რაზეც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა.

დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას და ასეთ დროს ამ მასშტაბის აგიტაცია და პროპაგანდა კანდიდატობის წინააღმდეგ ერთადერთი რამ არის – ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომის გამოვლინება.

დღეს უნდა გვემსჯელა ჩვენ შინაარსობრივ საკითხებზე. არის ფაქტორები, რიტაც ფასდება კონკრეტული ქვეყანა, როდესაც განიხილება კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს არის სამართლის უზენაესობა, დემოკრატია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების კუთხით ვალდებულებების შესრულება, ეს არის ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული მდგომარეობა, ასოცირების შეთანხმების შესრულების მდგომარეობა და ა.შ. ამაზე უნდა გვემსჯელა დღეს. თუმცა, მივიღეთ ცარიელი პოლიტიკური გზავნილები ოპოზიციის მხრიდან და ნული შინაარსი. ეს არის ძალიან სამწუხარო და მივიღეთ ანტისახელმწიფოებრივი აგიტაცია კანდიდატობის წინააღმდეგ. ეს არის დაუშვებელი, ეს არის მიუღებელი და ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაგვიმალა” – ტელე-რადიო კომპანია...

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ განცხადებას ავრცელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმართებით...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...