პარასკევი, აპრილი 19, 2024

“ეს არის ის შემთხვევა, როდესაც დუმილი არის ჩვენს პოზიციაზე თანხმობის ნიშანი” – ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კომენტარს აკეთებს აშშ-ში დაგეგმილი გადამზადების კურსებიდან ნიკა გვარამიას მოსამართლის ე.წ. ჩახსნის თაობაზე მმართველი პარტიის პოზიციაზე და აცხადებს, რომ რადგანაც ამასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან დუმილია, ეს თანხმობის ნიშნად მიაჩნია:

,,ოპოზიციამ ამერიკის საელჩო პირდაპირ დაადანაშაულა მოსამართლეზე ზეწოლაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში, დისკრიმინაციაში და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში.

ეს არის ის შემთხვევა, როდესაც დუმილი არის ჩვენს პოზიციაზე თანხმობის ნიშანი. ეს არის ზუსტად ეს შემთხვევა.

კიდევ ერთელ გავიმეორებ, საუბარია იმაზე, რომ დისკრიმინაცია არ ჩამიდენია, რა თქმა უნდა, უხერხულობას შეიცავს. არც ველოდით ჩვენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ასეთ განცხადებას გააკეთებდა.

სანქცირებაზე საუბრობს მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია. რა სანქცირება უნდა მოხდეს, რომელიმე მოსამართლის?! – მაგალითად, განაჩენისთვის, რომელიც უკავშირდება 7 მლნ-ით ტელეკომპანიის ძარვას. რა სისულელეა?!“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის: მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ, რომელმაც ნიკა გვარამიას საქმეზე პატიმრობის განაჩენი გამოიტანა, აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში გამგზავრებაზე უარი მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარში ირაკლი კობახიძემ კონკრეტული პოზიცია დააფიქსირა და პრაქტიკულად გამორიცხა, რომ აშშ-ს მხარის გადაწყვეტილება მოსამართლესთან მიმართებაში სანქციის ხასიათს ატარებდა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული