ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
4.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაეს არის ტელეკომპანია, რომელიც შევქმენით ჩვენი საკუთარი ხელებით...

ეს არის ტელეკომპანია, რომელიც შევქმენით ჩვენი საკუთარი ხელებით და ვერ გააჩერებთ – ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი, ტვ “პირველის” თოქ-შოუ “რეაქციის” წამყვანი ამავე ტელევიზიის მფლობელის ვახტანგ (ვატო) წერეთლის გამოკითხვაზე დაბარებას ეხმიანება და მიაჩნია, რომ ყოველივე ეს მედიაზე ზეწოლას უკავშირდება და მას განიხილავს ტელეკომპანია “რუსთავი 2” ჭრილშიც:

ერთი პროცენტით რომ არ მჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება ტელეკომპანია “პირველს”, რა თქმა უნდა მე აქ არ ვიქნებოდი

ასიდან ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ეს უკავშირდება, სწორედ, ტელეკომპანია “პირველს” და რატომ: წეღან ვახტანგ წერეთელმაც თქვა – ადამიანებს ბრალი ისე წარუდგინეს და გირაო ისე შეუფარდეს, რომ კომპანიების ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც წესით საქმის მონაწილე უნდა ყოფილიყო, არ გამოუკითხავთ.

მას მერე, რაც ხელისუფლებამ ჯიბეში ჩაიდო რუსთავი 2 და მე ძალიან ვწუხვარ ანა (მიმართავს “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს, რედ.), მაგრამ პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ თქვენ დიდი ხანი გამუშავებენ “რუსთავი 2”-ზე. სახელებით და გვარებით შემიძლია ჩამოგითვალოთ, ვისით ჩაგანაცვლებენ თითოეულ თქვენგანს, იმიტომ რომ ყველამ ყველაფერი ვიცით, ყველანაირი გეგმის შესახებ.

მას მერე, რაც “რუსთავი 2” ჩაიდეს ჯიბეში, იფიქრეს რომ ბარემ აგვისტოა რა, ბარემ ტვ “პირველიც” მივაყოლოთ.

ახალი ალბათ არც ერთი თქვენგანისთვის არ იქნება, რომ ტელეკომპანია პირველზე იყო კულუარული მცდელობები და შეტევები, რაზეც მე არ ვისაუბრებ. ამაზე უნდა ისაუბროს არხის დამფუძნებელმა, როდესაც ის ამას საჭიროდ ჩათვლის. მე ზუსტად ვიცი, რომ ეხლა იმიტომ დაიბარეს ვახტანგ წერეთელი, რომ “რუსთავი 2” ჩავიდეთ ჯიბეში და ტელეკომპანია “პირველსაც” ბარემ, სანამ საარჩევნო პროცესში შევა ქვეყანა, – გავაჩერებთ. მე მინდა ვუთხრა ყველას, ვერ გააჩერებთ! ეს არის ტელეკომპანია, რომელიც შევქმენით ჩვენი საკუთარი ხელებით“, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მაგნიტსკის სიაში მყოფ გომელაურს როდის დაამცირებს ივანიშვილი?!” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...

“ქვეყნის გადარჩენის საშიშროებას თუ ვერ გრძნობთ, გაძვირებულ ფასებს ხომ გრძნობთ?” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით საზოგადოებას პროტესტის...

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ახალგაზრდები და მათ გზა საკუთარ ქვეყანაში გავუხსნათ!” –...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“1 მარტის გზის გადაკეტვისთვის უკვე მეოთხე ჯარიმა მომიტანეს” – ნადიმ ხმალაძე

სამოქალაქო აქტივისტი, ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, ჯარიმის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ივანიშვილი წლებია ერთი და იგივე სვლებით მოძრაობს – მისი ბუტკის მთავრობაში თავისი სანდო კადრი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“რა უცნაურია ეს ცხოვრება. მთელი დღეა, გოგა ხაინდრავას დედის გინება მიდის, ექსკლუზიურად ჯაბა იოსელიანის...

საგამოძიებო კომისიაზე გაკეთებული განმარტებების შემდეგ კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას მიმართ...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...