spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე - სამწუხაროდ "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს...

გიორგი ვაშაძე – სამწუხაროდ “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უარი მივიღოთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ხელი შეეშალოს ევროინტეგრაციის გზაზე.
ამასთან დაკავშირებით, ოპოზიციონერი ლიდერი “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძის კონკრეტული შეკითხვებით მიმართავს:

სამწუხაროდ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უარი მივიღოთ. კობახიძემ ოპოზიციას კითხვა დაგვისვა – “რას არ აკეთებს?

რა უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“? მე კითხვებს ჩამოვთვლი და ამ კითხვებიდან ჩანს თუ რას არ აკეთებს ხელისუფლება:

  • რატომ არ ასრულებს 19 აპრილის შეთანხმებას?!
  • რატომ არ ამბობს უარს სასამართლოში უკანონო მართლმსაჯულებაზე?!
  • რატომ არ აკეთებს საკონსტიტუციო ცვლილებებს?!
  • რატომ არ ამბობს უარს „სუს“-ის, როგორც პოლიტიკური პოლიციის მექანიზმზე, რომელიც აქვს ქვეყანში?!
  • რატომ ესხმის თავს ევროკავშირის და შეერთებული შტატების ელჩებს?!
  • რატომ ადანაშაულებს მათ, რომ თითქოს სურთ ჩვენი ქვეყნის ომისკენ წაქეზება?!
  • რატომ უკავშირებს ბიძინა ივანიშვილის ქონებას საქართველოს სუვერენიტეტს და სახელმწიფო ინტერესებს?!
  • რატომ ამბობს, რომ ვიღაც აშანტაჟებს?!

გავაგრძელო?…

ყველა ამ კითხვას უნდა გასცეს პასუხი ბატონმა კობახიძემ. ზუსტად ეს არის ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიქართული კამპანია, რომელშიც ჩართულია „ქართული ოცნება“ “, –  განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“კრიმინალი ქუჩაში თავისუფლად თარეშობს და წერა-კითხვის გამართულად მცოდნე თუ კიდევ ვინმე დარჩა ქვეყანაში, ციხეებში...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ქვეყანაში არსებულ რეალობას მძიმე შეფასებებს აძლევს: "ნოდარ...

“დიდი უსამართლობაა, რომ გიორგი ჭიღლაძეს “მოძალადე” ან “ბარბაროსი” ვუწოდოთ. უჯობესია, ყურადღება იმაზე გადავიტანოთ, ლეგიტიმური...

სასტუმრო “Agarani Estate”-ში, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საზოგადოების არაერთგვაროვან შეფასებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...