spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა საქმიანობის გამო გვაგინებენ, სიძულვილის...

“როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა საქმიანობის გამო გვაგინებენ, სიძულვილის ენით გვემუქრებიან და პირადი ცხოვრების (არარსებული და მისივე მოგონილი) ამბის გამოფენით გვაშანტაჟებენ?” – მაკა რაზმაძე

ტელეკომპანია “ჯორჯიან თაიმსი”-ს გადაცემების წამყვანი, ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იგი სოციალურ ქსელში პირად მიმოწერაში მისთვის, პოეტ ზვიად რატიანისგან, შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინებების გამოგზავნის შესახებ საუბრობს:

მივმართავ ჩემს კოლეგებს – ჟურნალისტებს: რას ნიშნავს როცა ჟურნალისტური საქმიანობის გამო ადამიანი გემუქრება?

ასევე მივმართავ ლიბერალური ღირებულებების დამცველ ადამიანებს: როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა საქმიანობის გამო გვაგინებენ, სიძულვილის ენით გვემუქრებიან და პირადი ცხოვრების (არარსებული და მისივე მოგონილი) ამბის გამოფენით გვაშანტაჟებენ? ეს რას ნიშნავს? ეს ყველაფერი გააკეთა პოეტად ცნობილმა და სინამდვილეში თურმე ბინძურმა ჭორიკანამ და მატყუარამ ზვიად რატიანმა, რომელზეც, როცა სცემეს, ათასი გადაცემა გვაქვს გაკეთებული “იბერიაში”, მე და ჩემს მეგობრებს სოლიდარობის ნიშნად.

ჯერ არ მინდა აქ გამოვფინო ის მუქარები, უშვერი გინებები და ზიზღის ენით მოწერილი სმს სქრინები რაც მან იკადრა. არ ვიცნობ, არ მყავდა მეგობრებში, შემომივარდა და სინამდვილეში სადაც მისი ადგილია ანუ სპამში აღმოვაჩინე მისი სიძულვილით, შანტაჟით და მუქარებით დაწერილი გზავნილი. როცა მიხვდა რომ ამ ტყუილს ვერ დაამკვიდრებდა მერე თვითონვე დამბლოკა.

რაც იკადრა ამ ბინძურმა კაცმა თუ არაკაცმა არ მინდა აქ დავდო და რომ გამოვფინო ზუსტად ვიცი გამარჯობას აღარ ეტყვით აღარავინ ვინც იცნობთ. ჯერ სხვას არაფერს დავწერ. ვნახოთ აბა ჩამოვალ და მოგხედავო და ველოდები ჩამოვიდეს და მაგებინოს პასუხი იმის გამო, რომ არ მოსწონს ჩემი გადაცემები. ანუ მისი ლექსები ვისაც არ მოსწონს ამ ლოგიკით მასაც უნდა მოუგონონ საშანტაჟო ტყუილები, ვითომ პირადი ცხოვრების დეტალებით და ფიზიკური განადგურებითაც დაემუქრონ?

როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს ლიბერალურ ფასეულობებს ამოფარებული ფაშისტებისგან თავის დასაცავად?

პ.ს. თურმე ვის ვიცავდით… მისგან დასაცავი გავხდი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მაკა რაზმაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება და მხარდაჭერას გამოხატავს...

“გორში მომხდარ ძალადობაზე თავად “ოცნების” რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას – კრიმინალური, სისტემური,...

ელენე ხოშტარიას 4-პუნქტიანი განმარტებები გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით: "გორში მომხდარ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...