პარასკევი, აპრილი 19, 2024

“ძვირფასო ახალგაზრდებო, დღეს თქვენთვის ბოლო ზარი ირეკება, ტოვებთ სკოლის კედლებს. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და წარმატებებს გისურვებთ მომავლის გზაზე!” – მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს სკოლის დასრულება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა:

მიხეილ ჩხენკელი: „ძვირფასო ახალგაზრდებო, დღეს თქვენთვის ბოლო ზარი ირეკება, ტოვებთ სკოლის კედლებს, სადაც გატარებული წლები თქვენთვის ყოველთვის დაუვიწყარ მოგონებად და შეუცვლელ გამოცდილებად დარჩება. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და წარმატებებს გისურვებთ მომავლის გზაზე!

ხვალიდან თქვენს ცხოვრებაში მეტი შესაძლებლობებით, ახალი ურთიერთობებითა და თავგადასავლებით სავსე ეტაპი იწყება. დარწმუნებული ვარ, ცოდნის შეძენისა და მისი გაღრმავების სურვილი არასდროს გაგინელდებათ და თქვენი პროფესიონალიზმით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანთ.

გილოცავთ კიდევ ერთხელ და მთელი გულით გისურვებთ ბედნიერ და საინტერესო ცხოვრებას. გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ და გვეიმედებით. მჯერა, თქვენი სწავლითა და შრომით უკეთესობისკენ შეცვლით სამყაროს!

ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული