spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რომც იყოს ეს სანქციები, ომი მაინც არ იქნება,...

“რომც იყოს ეს სანქციები, ომი მაინც არ იქნება, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილისთვისაც საქართველოა უპირველეს ყოვლის!”

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია “დიდი შვიდეულის” სამიტზე საქართველოს არმიწვევასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნეგატიურ რეაქციას ეხმაურება, საპასუხო მწვავე შეფასებებით და ამასთან ერთად ყურადღებას ამახვილებს ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით დაწყებულ მსჯელობაზე:

რაოოო???…

G7-ის სამიტზე საქართველო არ მიიწვიესო???… გაგიჟდა სრულიად სანაცეთი!

და რატომ უნდა მიეწვიათ?
ეს ხომ მარტივი კითხვაა? რატომ უნდა მიეწვიათ საქართველო? რომელი პრობლების ან რომელ საკითხთან დაკავშირებით?

რატომ არ მიიწვიეს გერმანიის ელჩმა ახსნა კარგად და გასაგებად. ასე რომ, “არ მიიწვიეს” ძახილი არაფრის მომცემია. თუ ვინმეს კიდევ რაიმე პრეტენზია აქვს, საჭიროა ახსნას თუ რომელ კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით უნდა მიეწვიათ საქართველო.

წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჩასაფრებული მტრების მხრიდან ხდება ამ საკითხის შანტაჟისათვის გამოყენება! და ვინ შეიძლება იყოს ასეთი მაშტაბური და კარგად ორკესტრირებული შანტაჟ-შეტევის დირიჟორი?

რა თქმა უნდა, ამერიკა!

ისე, ამ G7-ს „ძველი პერიოდის არტეფაქტს” უწოდებენ გარკვეულ წრეებში და ნამეტანი ნუ დავდებთ პატივს.

მოკლედ, რა გახდა ეს მეორე ფრონტის გახსნა! ხან ბაჭიებს გვეძახიან, ხან ივანიშვილს ნახატებსა და ვეტმფრენს უჩერებენ გადარიცხვებთან ერთად. ხან ბაკურიანში გადიან ტრეინინგებს ამერიკელი ჩე გევარას ინსტრუქციებით. აგერ კიდევ ახალი თემა- საქართველო G7-ის სამიტზე არ მიიწვიეს.

უტევენ და უტევენ ხელისუფლებას! აშანტაჟებენ და ცილს სწამებენ საკუთარ ქვეყანას. მიზანი კი ერთია – სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც ომის საშინელი ტალღა მოჰყვება, არაფერს იშურებენ, ბოლომდე ირჯებიან.

ფარსნამან სპარსივით საკუთარ ქაქში იხრჩვებიან ფარსმან სპარსივით სამშობლოში უსამშობლოდ ქცეულები.

არა და, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ომი არ იქნება! არც სანქციები იქნება ბიძინას წინააღმდეგ!
და რომც იყოს ეს სანქციები, ომი მაინც არ იქნება, იმიტომ რომ იმ კაცისთვისაც საქართველოა უპირველეს ყოვლის!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ფარმაცევტული პროდუქტების ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა” – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის რეკომენდაციის...

“გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ახლადარჩეული პატრიარქის შიო...

“მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს” – კახა კალაძე...

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების...

“პირველად როცა ვნახე ხანძთა, გუმბათი მთლიანად იდგა. ახლა ქვა-ქვა იშლება” – ნიკა ვაჩეიშვილი

ხანძთის მონასტრის სავალალო მდგომარეობის შესახებ საუბრობს ხელოვნებათმცოდნე, კულტურისა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...