პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში განცხადება გააკეთა საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ,,პატიმარია, კეთილი ინებოს – მოიხადოს სასჯელი“:
,,ნამდვილად არ მაინტერესებს გაკოტრებული, ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველმოკლებული განცხადებები. მე ერთი რამ ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს.
ვინც გაბედა და კანონზე მაღლა დააყენა თავისი თავი, თქვენ ნახეთ ყველამ როგორი ადგილი მივუჩინეთ, მათ შორის, მაგ ვაჟბატონ მელიას და ყველას, იგივე პატიმარ სააკაშვილს.
ყველა მოქალაქე, ვინც კანონს დაარღვევს დაისჯება კანონის შესაბამისად. დანარჩენი სპეკულაციები გადაყვანა-გადმოყვანა არ მაინტერესებს. პატიმარია, კეთილი ინებოს მოიხადოს სასჯელი. ეს თემა იმდენად დახურულია, აბსურდულია, რომ მე ძალიან მიჭირს სერიოზული კომენტარი გავაკეთო.
როგორ შეიძლება, რომ პატიმარი, გვარს მნიშვნელობა არ აქვს, პატიმარზე ვიღაც მელაპარაკება და გადაიყვანე საზღვარგარეთ. რატომ? ეს როგორ უნდა მოხდეს საერთოდ? რატომ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე?!
მე მინდა გითხრათ, ხალხს ნუ ელაპარაკებით ტყუილს. თქვენი ტყუილი 9 წელი ხალხმა და ითმინა, და ითმინა ათასი უსამართლობა, ჩაგვრა, გაუპატიურება, კვლა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


