საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას მწვავე შეფასებას აძლევს და აცხადებს, რომ ადგილი აქვს მე-3 პრეზიდენტის დასჯას პოლიტიკური აქტიურობისთვის:
,,ქართულ ოცნებაზე“ ლაპარაკი არ არის იმიტომ, რომ დღეს გვეუბნებიან – არაფერი არ უჭირს, ახლა გამოვიდა ბატონი ვოლსკი და თქვა, რომ თურმე ადამიანის ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნონ.
ამდენი ხანი რომ ეზრუნოთ, არა?! – აქამდეც არ მივიდოდა საქმე. ამიტომ ჩემთვის არის ერთი სრულიად ნათელი, რომ სააკაშვილის საქმეს არაფერი საერთო სამართალთან არ აქვს.
ეს არ არის სამართლიანობის აღდგენა. ეს არ არის ვინმეს დასჯა დანაშაულისთვის. ეს არის დასჯა პოლიტიკური აქტიურობისთვის!“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


