სამშაბათი, მაისი 21, 2024

“ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ მოპარული ხორბლის სქემაში მონაწილეობს” – ელენე ხოშტარია

პარტია ,,დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარია ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაზე, რომ რუსეთმა მარცვლეული მოიპარა და დაგეგმილია მისი გაზიარება კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებაში. ოპოზიციონერ ლიდერს მიაჩნია, რომ შესაძლებელია მოპარული ხორბლის გასაღებასთან კავშირი ჰქონდეს ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს:

,,ზელენსკიმ ისაუბრა იმაზე, რომ მას არ სურს დაასახელოს კონკრეტული ქვეყნები, მაგრამ ისინი ფლობენ ინფორმაციას, რომ რუსეთმა მოიპარა მარცვლეული და მას გაუზიარებს ასევე პრორუსულ ქვეყნებს.

10 მაისს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა გააკეთა ანალოგიური განცხადება.

ახლა დავუბრუნდეთ ბიძინა ივანიშვილის და ევტუშენკოვის საუბარს ხორბალთან დაკაშირებით და იმ ვიზიტს, რომელიც განხორციელდა საქართველოში – ალი უზდენოვის ვიზიტზე ვსაუბრობ.
სხვათაშორის ღარიბაშვილის სიტყვებიც მინდა გავიხსენო. მას წამოცდა, რომ ეს ვიზიტი სწორედ ხორბალს ეხებოდა და შემდეგ დაიწყეს ამის უარყოფა.

ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ მოპარული ხორბლის სქემაში მონაწილეობს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული