spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რომელიღაც ოპოზიციური პარტია კი არა, არამედ ბიძინა ივანიშვილი...

“რომელიღაც ოპოზიციური პარტია კი არა, არამედ ბიძინა ივანიშვილი ყოფილა მთავარი მოქმედი პირი და ფაქტორი, რის გამოც შეიძლება ომი დაიწყოს” – პეტრე ცისკარაშვილი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ბოლო პერიოდში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების პარალელურად ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიერ შვეიცარიის ბანკთან ფინანსური დავის საკითხთან დაკავშირებით და პოლიტიკური შეფასება გააკეთა პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე:

,,მინდა გთხოვოთ, გავიხსენოთ ბოლო 2 წლის განმავლობაში რა აღარ გადახდა თავს ჩვენს ქვეყანას ან თუნდაც გლობალური მასშტაბით, მთელს მსოფლიოს – დაწყებული COVID პანდემიიდან, გაგრძელებული ეკონომიკური კრიზისით და დასრულებული ბოლო მოვლენებით, როდესაც რუსეთი შეიჭრა და დღემდე ცდილობს უკრაინის დაპყრობას.

COVID პანდემიის დროს 17 000 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა. ეკონომიკა ჩავარდა უმძიმეს კოლაფსში და კრიზისში. ჩვენი თანამემამულეები დღეს, როდესაც ვსაუბრობთ, იბრძვიან უკრაინაში საკუთარი სამშობლოს, მიწის დასაცავად საერთო აგრესორისგან – რუსეთისგან. ცხადია, ისინი იბრძვიან ჩვენი უკრაინელი მეგობრების მხარდამხარ და თავისი მკერდით იცავენ უკრაინულ მიწასაც!

არც ერთ ამ საკითხზე, არც სხვა შედარებით მცირე მასშტაბის, მაგრამ ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე ბიძინა ივანიშვილს კომენტარი არ გაუკეთებია. ის საერთოდ არ თვლის საჭიროდ და თავს ანგარიშვალდებულებად, ქართული საზოგაოების, ჩვენი ხალხის წინაშე, რომ გამოვიდეს და ისაუბროს – რას გეგმავს? საით მიდის ქვეყანა? რას აპირებს ის ან მისი რუსული ოცნება?

იმიტომ, რომ ის ყველას ატყუებს თითქოს პოლიტიკაში არ არის, არ ერევა და გვერდზე არის გამდგარი, როგორც ჩვეულებრივი ფიზიკური პირი და არა პოლიტიკაში მყოფი ოლიგარქი.

მხოლოდ მაშინ, როდესაც პრობლემა დაუდგა მის პირად კაპიტალს – ფულს, ნახევარ მილიარდ დოლარს, ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ცნობილ შვეიცარიულ ბანკში, მხოლოდ მაშინ გამოდგნენ დღეს მთელი დღის განმავლობაში მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, დაქირავებული ექსპერტები და მოთქვამენ, ტირიან რა ხდება? რატომ არ უბრუნებენ, არ ურიცხავენ, რატომ აჩერებენ ტრანზაქციას თუ უფერხებენ ბიძინა ივანიშვილს?!

შემოგთავაზებთ როგორია კონსტრუქცია, მაგალითად, რომელიც კობახიძემ გაახმოვანა დღეს დილას. ე.ი. უკრაინა, ევროკავშირი, აშშ, მოგეხსენებათ, ესენი ყველანი “ნაციონალები არიან”, მათი გაგებით, ითრევენ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში და ამას აკეთებენ იმისათვის, რომ გაიხსნას მეორე ფრონტი და დაიწყოს ომი. რისი თქმა უნდათ, რომ სინამდვილეში არა რომელიღაც ოპოზიციური პარტია, რომელსაც აბსურდულად ბრალს უყენებენ მთელი 2 თვის განმავლობაში და ,,ომის პარტიას“ ეძახიან, ჩვენს პარტიას – ,,ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ ბიძინა ივანიშვილი ყოფილა მთავარი მოქმედი პირი და ფაქტორი, რის გამოც შეიძლება ომი დაიწყოს“, – განაცხადა პეტრე ცისკარაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“9 მაისი ჩვენი არაა, რუსებისაა. ქოცებისაც, ცხადია. ქართველებმა 8 მაისი უნდა აღვნიშნოთ, როცა ცივილიზებული...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს...

“ომი დამთავრდა 8 მაისს ევროპის დროით და ვინც 9 მაისს აღნიშნავს, ის არის საბჭოთა...

გამარჯვების დღის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებით, კონკრეტულ მაგალითზე მინიშნებით, თავის...

“პირველად როცა ვნახე ხანძთა, გუმბათი მთლიანად იდგა. ახლა ქვა-ქვა იშლება” – ნიკა ვაჩეიშვილი

ხანძთის მონასტრის სავალალო მდგომარეობის შესახებ საუბრობს ხელოვნებათმცოდნე, კულტურისა და...

პროკურატურამ ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო

პატიმრობაში მყოფი მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...