ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ძალიან ბევრი ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე, "ქართულ ოცნებას"...

“ძალიან ბევრი ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე, “ქართულ ოცნებას” აქვს არასანდო პარტნიორის იმიჯი” – გიორგი ვაშაძე

„ქართულ ოცნებას“ აქვს არასანდო პარტნიორის, მატყუარას და გადამგდების იმიჯი. 19 აპრილის შეთანხმების და დღემდე ძალიან ბევრი ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე, მათ აქვთ არასანდო პარტნიორის იმიჯი; საქართველოს პოზიციას უკრაინასთან მიმართებაში, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები უმაღლეს დონეზე ძალიან დიდი ეჭვებით უყურებენ. სამწუხაროდ, ის ეჭვების პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“, აზიანებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და კითხვებს აჩენს საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით უკრაინასთან მიმართებაში; საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა არ ხდება ვაშინგტონში. „ქართული ოცნება“ საერთოდ გამქრალია იქედან და საქართველოს თემა საერთოდ გამქრალია განხილვებიდან და კითხვას ვსვამ, მარტივად – როდის იყო ბოლოს უმაღლეს დონეზე საქართველოდან დელეგაცია ჩასული ამერიკის შეერთებულ შტატებში?“, – ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი ვაშაძემ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელიც “სტრატეგია აღმაშენებელმა” და პარლამანტის “რეფორმების ჯგუფმა” ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს უმაღლესი დონის შეხვედრებზე გააჟღერა.

მინდა საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ამერიკა არის ქართველი ხალხის გვერდით და ის ყოველთვის დაგვიჭერს მხარს როგორც უსაფრთხოების, ისე მშვიდობიანი განვითარების კუთხით. მაგრამ სამი მთავარი დასკვნაა ამ შეხვედრებიდან გამომდინარე, რომელიც მინდა გაგიზიაროთ.

ჩვენ დავაყენეთ საკითხი საქართველოსთვის დახმარების შესახებ თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით. ლენდ ლიზი უკრაინას პირველ რიგში, მაგრამ შეიარაღების კუთხით დახმარება საქართველოს. დიახ, ეს არის ერთადერთი გზა, რომ უზრუნველვყოთ მშვიდობა და არ მოხდეს თავდასხმა რუსეთიდან საქართველოზე. ჩვენ დავაყენეთ საკითხი საქართველოსთვის თავისუფალი ვაჭრობის მიცემის შეთანხმებასთან დაკავშირებით,

ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ ნატოს სამიტზე მადრიდში დაიწყოს პირდაპირი საუბარი საქართველოსთვის “მაპ”-ის მინიჭების თაობაზე. ჩვენ დავაყენეთ საკითხი, საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე.

ჩვენ ამ საკითხებს ვაყენებთ, მაგრამ ჩვენ წარმოვადგენთ ოპოზიციას. ამ საკითხებს უნდა აყენებდეს „ქართული ოცნება““, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საქართველოს და ქართველ ერს დაუდგა მის ისტორიაში ერთერთი ყველაზე რთული მომენტი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის ცვლილებების აუცილებლობაზე აკეთებს...

“მე მზად ვარ პატიმრობისთვის… პატიმრობა არის დროებითი, სამშობლო და ღირსება არის სამუდამო!” – გიორგი...

სასამართლო პროცესებთან და მის შესაძლო დაპატიმრებასთან დაკავშირებით, "ტვ პირველთან"...

“ეს უბრძოლველად დანებება რა უბედურებაა?!…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...